www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: წუნდებული პროდუქტის მართვის ოპერატორი
მომწოდებელი: ალტა
გამოქვეყნდა: 1 ნოემბერი / განცხადების ვადა: 30 ნოემბერი

შპს "ალტა" დღეისთვის წარმოადგენს ერთ-ერთ უმსხვილეს კომპანიას საქართველოს ტექნოლოგიების ბაზარზე, ოპერირებს არსებული მსოფლიო ბრენდების, დისტრიბუციის, საცალო გაყიდვების და სერვისების რეალიზაციის მიმართულებით, წლების განმავლობაში გაფორმაბული აქვს პარტნიორული კონტრაქტები უმსხვილეს მსოფლიო ბრენდებთან.

კომპანია "ალტა" აცხადებს ვაკანსიას წუნდებული პროდუქტის მართვის ოპერატორის ვაკანტურ პოზიციაზე.

ჩვენთან დასაქმების შემთხვევაში:

** შეგეძლებათ იმუშაოთ კომფორტულ გარემოში;
** გექნებათ თვითრეალიზაციისა და კარიერული განვითარების შესაძლებლობა;
** იმუშავებთ განვითარებაზე ორიენტირებულ გუნდთან ერთად;
** გექნებათ ჯანმრთელობის დაზღვევა.

განაკვეთი: სრული.

ძირითადი მოვალეობები:

** წუნდებული პროდუქციის მიღება-მითვლა სხვა და სხვა პარტნიორებისგან და შიდა სამსახურებისგან;
** წუნდებული პროდუქციის დაბრუნებისთვის საჭირო დოკუმენტების შემოწმება/დახარისხება და პროგრამული ასახვა;
** წუნდებული პროდუქციის დახარისხება და შესაბამის საწყობებში განაწილება;
** წუნდებული პროდუქციის გაგზავნა შესაბამის სერვის ცენტრებში;
** ​სერვის ცენტრებთან მუდმივი კომუნიკაცია რემონტის მიმდინარეობის შესახებ;
** შეკეთებული პროდუქციის უკან დაბრუნების ორგანიზება;
** შეკეთებული საქონლის სტატუსის შეცვლა, აღწერის გაკეთება და შესაბამის საწყობში გადამისამართება;
** რეპორტების მომზადება გასანადგურებელი საქონლის შესახებ და ჩამოწერის პროცედურის ორგანიზება;

მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება (სასურველია);
** საოფისე პროგრამების ცოდნა (MS Office);
** JDE პროგრამაში მუშაობის გამოცდილება;
** ტექნიკის მინიმალურ დონეზე ცოდნა;
** ინგლისური და რუსული ენების ცოდნა (სასურველია)

საქმიანი თვისებები:

** გამართული და სასიამოვნო საუბრის მანერა;
** სამუშაოზე კონცენტრირება და დაძაბულ გარემოში მუშაობის უნარი;
** პრობლემურ მომხმარებლებთან ურთიერთობის უნარი;
** ინფორმაციის საინტერესოდ და სრულად წარდგენის უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** დისციპლინა და დაძაბულ რეჟიმში პროდუქტიული მუშაობის უნარი;

დაინტერესებულმა კანდიდატებმა CV თანდართული ფოტოსურათით გამოაგზავნეთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@alta.com.ge 2019 წლის 30 ნოემბრამდე.

გთხოვთ, მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.

გამოყენებულ იქნება კანდიდატთა შერჩევის შემდეგი პროცედურები:

** წინასწარი გადარჩევა წარმოდგენილი CV-ების მიხედვით;
** გასაუბრება;
** IQ და OPQ ტესტი.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |