www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: საკრედიტო ოფიცერი
მომწოდებელი: ფინკა ბანკი საქართველო
გამოქვეყნდა: 4 ნოემბერი / განცხადების ვადა: 19 ნოემბერი

ფინკა ბანკი საქართველო აცხადებს ვაკანსიას საკრედიტო ოფიცრის თანამდებობაზე.

სამუშაო ადგილები: თბილისი, რუსთავი, გორი, ხულო, კასპი, ქობულეთი, საჩხერე, ლაგოდეხი, სამტრედია, საგარეჯო, დმანისი, სენაკი, ყვარელი.

აპლიკაციის გამოგზავნის ბოლო ვადა: 19 ნოემბერი, 2019 წ.

თუ ხართ ორიენტირებული გრძელვადიან თანამშრომლობაზე და უკვე გაქვთ საბანკო სფეროში გაყიდვების მიმართულებით გამოცდილება, გაქვთ სურვილი და ამბიცია იყოთ არა მხოლოდ წარმატებული, არამედ გახდეთ N1 და მიიღოთ სათანადო აღიარება, გსურთ იმუშაოთ თქვენს განვითარებაზე ორიენტირებულ კომპანიაში, სადაც კორპორატიული კულტურა ნდობასა და პასუხისმგებლიანი საბანკო საქმიანობის პრინციპებზეა დაფუძნებული - მაშინ "ფინკა ბანკის" საკრედიტო ოფიცრის ვაკანსია თქვენთვის არის!

ჩვენ გთავაზობთ დინამიკურ სამუშაო გარემოს, თვითრეალიზაციის შესაძლებლობას, კონკურენტუნარიან კომპენსაციას, ბენეფიტების მრავალფეროვან პაკეტებს და მრავალმხრივი კარიერული განვითარების შესაძლებლობებს.

ძირითადი ფუნქციები:

** საკრედიტო ოფიცერი სწავლობს ბაზარს, ახორციელებს პოტენციური საბაზრო არეალის იდენტიფიცირებას და შესაბამისად პროდუქტების პრეზენტაციას;
** უწევს კონსულტაციას კლიენტებს, ახდენს მათი მოთხოვნების იდენტიფიცირებას და მოთხოვნების შესაბამისად სთავაზობს პროდუქტებს.
** ჯვარედინი გაყიდვების თუ გაყიდვების სხვა ტექნიკის გამოყენებით ახორციელებს ფინკა ბანკის პროდუქტების გაყიდვას.
** ახორციელებს ბიზნეს ანალიზს და აფასებს საკრედიტო რისკებს.
** მართავს ხარისხიან საკრედიტო პორტფელს და ზრუნავს კლიენტთა მაღალი კმაყოფილების ხარისხის შენარჩუნებაზე.
** უზრუნველყოფს ხარისხიან საკრედიტო პორტფელს და კლიენტთა მაღალი კმაყოფილების ხარისხს.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება (სასურველია საბანკო, საფინანსო ან ეკონომიკის სფეროში);
** მიკროსაფინანსო ან/და საბანკო სექტორში საკრედიტო ოფიცრად მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების (MS Word, MS Excel) ცოდნა; საბანკო მომსახურების პროგრამის ცოდნა (ALTA)
** ქართული ენის სრულყოფილი ფლობა; სასურველია რუსული ენის სასაუბრო დონეზე ცოდნა.

დაინტერესების შემთხვევაში, ეწვიეთ "ფინკა ბანკის" კარიერის გვერდს და შეავსეთ თქვენთვის სასურველი ქალაქისთვის განკუთვნილი აპლიკაცია.

შესარჩევ სიაში მოხვედრილ კანდიდატებთან, ჩატარდება გასაუბრება (competency based interview).

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ გარკვეულ თანამდებობაზე გამოყენებული იქნება სხვადასხვა შესარჩევი ტექნიკა, როგორიც არის: ტესტირება, პრეზენტაციის მომზადება და ჩატარება, როლური თამაში, ქეისის განხილვა და ა.შ.

"ფინკა ბანკში" კანდიდატის მიერ წარდგენილი პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზანია შესარჩევი სიის მომზადება და შემდგომ დასაქმებისთვის განხილვა ჩვენს ორგანიზაციაში. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ მითითებული მიზნისთვის და არ მოხდება თქვენი თანხმობის გარეშე მესამე პირებთან გადაცემა.

"ფინკა ბანკში" შრომითი ურთიერთობები წარმოებს მხარეთა თანასწორუფლებიანობის პრინციპით.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |