www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: დიზაინერი
მომწოდებელი: გამომცემლობა პალიტრა L
გამოქვეყნდა: 4 ნოემბერი / განცხადების ვადა: 4 დეკემბერი

"პალიტრა მედია ჰოლდინგი" -ს წევრი კომპანია "გამომცემლობა პალიტრა L" აცხადებს ვაკანსიას დიზაინერის პოზიციაზე.

გამომცემლობა "პალიტრა L" დაარსდა 2005 წელს, დღეს კი ქართულ საგამომცემლო სივრცეში ყველაზე დიდ და წარმატებულ გამომცემლობას წარმოადგენს. გამომცემლობა აქტიურად მონაწილეობს საერთაშორისო გამოფენებსა და ფესტივალებში; თანამშრომლობს მსოფლიოს წამყვან გამომცემლობებსა და სააგენტოებთან, როგორებიცაა: Desney, HarperCollins, Penguin Random House და სხვა. "პალიტრა L"-მა განახორციელა ისეთი მნიშვნელოვანი, ინოვაციური და მასშტაბური პროექტები, როგორიცაა: "50 წიგნი, რომელიც უნდა წაიკითხო, სანამ ცოცხალი ხარ", "საქართველოს ილუსტრირებული ისტორია", "ლიბერთინსი", "ლურჯი ოკეანე" და სხვა.

"პალიტრა L" წლის განმავლობაში 400-ზე მეტი დასახელების სხვადასხვა ჟანრის, ქართველი და უცხოელი ავტორის წიგნს გამოსცემს.

დაინტერესებული პირები, განაცხადის შემოსატანად და რეზიუმეს ასატვირთად, გთხოვთ, მიჰყევით ბმულს: http://hr.palitra.ge/vacancy/0x90f9005056a2625311e9fec853522be2 ან გამოგვიგზავნეთ რეზიუმე პორტფოლიოსთან ერთად, ელ. მისამართზე: vacancy@palitra.ge

განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 4 დეკემბერი.

გისურვებთ წარმატებას!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |