www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ბუღალტერი
მომწოდებელი: სასტუმრო Wyndham Batumi
გამოქვეყნდა: 4 ნოემბერი / განცხადების ვადა: 4 დეკემბერი

სასტუმრო "Wyndham Batumi" აცხადებს ვაკანსიას ბუღალტრის (მთავარი ბუღალტრის დამხმარე/შემოსავლების ბუღალტერი) პოზიციაზე.

ფუნქცია-მოვალეობები:

** უზრუნველყოფს კომპანიის შემოსავლების პროგრამულ აღრიცხვას შემოსავლის სახეების მიხედვით;
** ყოველდღიურად ახორციელებს კომპანიის საბანკო ამონაწერების დამუშავებას და შესაბამის საბუღალტრო გატარებას;
** აწარმოებს საბანკო ამონაწერების მიხედვით მომხმარებელთა საკრედიტო ბარათებით გადახდილი თანხების ჩარიცხვის კონტროლს;
** აწარმოებს იურიდიული და ფიზიკური პირების მიერ უნაღდო ანგარიშსწორებით ანაზღაურებული და ასანაზღაურებელი თანხების კონტროლს;
** უზრუნველყოფს საბუღალტრო პროგრამაში დებიტორებისათვის ანგარიშების გახსნასა და ანგარიშებზე არსებული ნაშთების კონტროლს;
** აწარმოებს ინვოისებისა და დღგ-ის ანგარიშ-ფაქტურების გადაგზავნის ოპერაციებს დებიტორებისთვის და უზრუნველყოფს დავალიანებების დაფარვაზე კონტროლს;
** ამზადებს დებიტორების ნუსხას, ამუშავებს შესაბამის ინფორმაციას და პერიოდულად აღნიშნულ ინფორმაციას აწვდის ხელმძღვანელობას;
** აწარმოებს კომპანიის მომსახურების მიმღებ ფიზიკურ და იურიდიულ პირების დოკუმენტაციის კონტროლს, ამასთანავე უზრუნველყოფს საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად დღგ-ს არგადამხდელთა რეესტრთან შედარებას;
** ყოველდღიურად უზრუნველყოფს სალაროს ოპერაციების წარმოებას:

- დღის განმავლობაში შემოსული თანხების კონტროლი და მათი შედარება საკონტროლო-სალარო აპარატის მონაცემებთან;
- სალაროს შემოსავლისა და გასავლის ორდერების მომზადება;
- სალაროს მოძრაობის ყოველდღიური კონტროლი და შესაბამისი საბუღალტრო ღონისძიებების უზრუნველყოფა.

** ყოველდღიურად უზრუნველყოფს შესაბამისი დეპარტამენტის (ადმინისტრაციული დეპარტამენტი, რესტორნის სერვისი და ა.შ.) მიერ მომზადებული დოკუმენტაციისა და საკონტროლო-სალარო აპარატის მონაცემების შედარებას ნაღდ ფულთან;
** ასრულებს ორგანიზაციის წესდების და ხელმძღვანელობის მიერ მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად დაკისრებულ სხვადასხვა დავალებებს.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ფინანსების ან/და ბუღალტრული აღრიცხვის მიმართულებით;
** ბუღალტრად მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება (უპირატესად ჩაითვლება სასტუმროს სფეროში);
** საბუღალტრო პროგრამა ორისი-ს ცოდნა;
** საოფისე პროგრამების ცოდნა (განსაკუთრებით MS Excel);
** უცხო ენების ცოდნა (ინგლისური, რუსული, თურქული - ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესად).

პიროვნული მახასიათებლები:

** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
** დატვირთულ რეჟიმში მუშაობის უნარი;
** ანალიტიკური და გუნდური მუშაობის უნარი;
** ორგანიზებული, შრომისმოყვარე, ენერგიული.

სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 09:00 საათიდან 18:00 საათამდე.

როგორ დაგვიკავშირდეთ:

თქვენი რეზიუმე გამოგზავნეთ ინგლისურ ენაზე, ჩვენს ელექტრონულ მისამართზე: vacancy@wyndhambatumi.com და დანიშნულებაში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |