www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: გაყიდვების სუპერვაიზერი
მომწოდებელი: Hualing International Special Economic Zone
გამოქვეყნდა: 4 ნოემბერი / განცხადების ვადა: 16 ნოემბერი

საერთაშორისო კომპანია "ჰუალინგ ჯგუფს" დეველოპერული პროექტების მართვის სფეროში 30 წლიანი გამოცდილება გააჩნია და მრავალი წარმატებული პროექტი აქვს განხორციელებული: საბითუმო და საცალო სავაჭრო ცენტრები, საცხოვრებელი კომპლექსები, სასტუმროების ქსელი, ხორც-პროდუქტების, ხე-ტყის, ქვის გადამამუშავებელი საწარმოები და სხვა.

"ჰუალინგ ჯგუფი" საქართველოში წარმოადგენს ერთ-ერთი ყველაზე დიდ საინვესტიციო კომპანიას, რომელიც 2007 წლიდან სამშენებლო, დეველოპერულ, საფინანსო და საწარმოო სფეროებში ოპერირებს. საქართველოში მის მიერ განხორციელებულ მასშტაბურ პროექტებს შორის არის - "ჰუალინგის ინდუსტრიული ზონა", რომელმაც საქართველოს მთავრობის დიდი მოწონება დაიმსახურა და 2009 წელს კომპანია "ჰუალინგ ჯგუფსა" და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შორის ხელი მოეწერა მემორანდუმს თავისუფალი ინდუსტრიული ზონის შესახებ. 2015 წელს კი საქართველოს მთავრობის დადგენილებით, "ჰუალინგის ინდუსტრიულმა ზონამ" მიიღო "თავისუფალი ინდუსტრიული ზონის სტატუსი".

"ჰუალინგ ჯგუფის" წევრი კომპანია "Hualing International Special Economic Zone" აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების სუპერვაიზერის პოზიციაზე.

სამუშაო განაკვეთი: სრული
ანაზღაურება: 1800 ლარი + ბონუსი

სამუშაოს აღწერა:

** კომპანიის მიერ სტრატეგიის შემუშავება კომპანიის პოლიტიკის გათვალისწინებით და აღნიშნული გეგმის შესრულების უზრუნველყოფა;
** გაყიდვების მიმართულებით სავაჭრო ცენტრის რენტაბელობის რეგულარული ანალიზი და ხელმძღვანელობისთვის პოტენციური პარტნიორების ალტერნატივების წარდგენა/შეთავაზება შესაბამისი ფორმით;
** კომპანიის მიერ დადგენილი საფასო და კონცეპტუალური პოლიტიკის ძირითადი სახელშეკრულებო პირობების გათვალისწინებით მოლაპარაკების წარმოება პოტენციურ პარტნიორებთან;
** პოტენციურ კლიენტებთან ხელშეკრულების პირობების შეთანხმება, ხელშეკრულების გაფორმების უზრუნველყოფა;
** სამიზნე ბაზრის კვლევა და ანალიზი;
** პოტენციური კლიენტების მონაცემთა ბაზების მუდმივი განახლება და კონტროლი;
** ყოველკვირეული რეპორტინგის წარმოება უშუალო ხელმძღვანელთან;
** გაყიდვების აგენტებთან კოორდინაცია და მათგან ინფორმაციის შეგროვება.

ენების ცოდნა: სასურველია ინგლისური და რუსული ენების გამართულად ცოდნა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება
** კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (Windows, MS Word, Excel, Outlook, Internet);
** მინიმუმ 5 წლიანი სამუშაო გამოცდილება გაყიდვების მიმართულებით, რითეილში გამოცდილება ჩაითვლება უპირატესად.
** მართვის მოწმობა და საკუთარი ავტომობილი.

პიროვნული თვისებები:

** აქტიურობა;
** შრომისმოყვარეობა;
** კარგი პრეზენტაციის უნარი;
** კომუნიკაბელურობა;
** სირთულეების დაძლევის უნარი;
** დამარწმუნებელი კომუნიკაციის უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
** საქმეზე ორიენტირებულობა.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე (CV) მისამართზე: hr@hualing.ge 2019 წლის 16 ნოემბრამდე. გთხოვთ, სათაურის ველში აუცილებლად მიუთითოთ იმ პოზიციის დასახელება, რომელზეც აკეთებთ განაცხადს.

გისურვებთ წარმატებებს!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |