www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ადმინისტრაციული მენეჯერი
მომწოდებელი: ჩიკორი
გამოქვეყნდა: 4 ნოემბერი / განცხადების ვადა: 4 დეკემბერი

ქართული ჩირების ბრენდი "ჩიკორი" ახალგაზრდა, სწრაფად განვითარებადი კომპანიაა, რომელიც 2015 წელს დაარსდა და "ქარელის ხილი"-ს სახელით ოპერირებს. კომპანია აწარმოებს მაღალი ხარისხის, ნატურალურ, ქართულ ჩირს და დღეისათვის შეძლო ლიდერული პოზიციების მოპოვება ჩირის ადგილობრივი წარმოების მიმართულებით. კომპანია მუშაობს როგორც ადგილობრივ ასევე საექსპოტო ბაზრებზე.

კომპანია აცხადებს ვაკანსიას ადმინისტრაციული მენეჯერის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: ქარელის რაიონის სოფ. სამწევრისი (კომპანია უზრუნველყოფს ტრანსპორტირებას)
ანაზღაურება: 700 ლარი

სამუშაო გრაფიკი:

ორშაბათი-პარასკევი 09:00-18:00 სთ (გადატვირთული წარმოების შემთხვევაში შესაძლოა საჭირო გახდეს შაბათს გამოცხადებაც)

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება
** საოფისე პროგრამების (MS Office) ცოდნა
** პრიორიტეტად ჩაითვლება საწარმოში მუშაობის გამოცდილება და სურსათის უვნებლობის სტანდარტების ცოდნა

მთავარი ამოცანები:

** წარმოების პროცესის და მიღებული პროდუქტის ხარისხის კონტროლი და სტანდარტებთან შესაბამისობის უზრუნველყოფა;
** საწარმოში საჭირო დოკუმენტაციის წარმოება, კავშირი სათაო ოფისთან;

მოვალეობები:

** მიღებული ნედლეულის ხარისხისა და წარმოებისათვის ვარგისიანობის შემოწმება;
** წარმოების პროცესის კონტროლი და დადგენა დაცულია თუ არა ტექნოლოგიური პროცესები, გადახრების გამოვლენის შემთხვევაში დროული რეაგირება;
** უსაფრთხოების სტანდარტების კონტროლის მექანიზმების დანერგვა და უზრუნველყოფა;
** საბოლოო პროდუქტის შერჩევითი შემოწმება და ხარისხის სტანდარტთან შედარება;
** გამოვლენილი პრობლემების შესახებ ანგარიშის მომზადება;
** ხარისხის და უსაფრთხოების სტანდარტების განვითარებასა და დანერგვაში მონაწილეობა;
** პროდუქტის ხარისხსა და უვნებლობასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის მართვა;
** თანამშრომლების და საწარმოს ჰიგიენურ-სანიტარული ნორმების დაცვის კონტროლი;
** საწარმოში მომუშავე პერსონალის აღრიცხვა, მათი საქმეების წარმოება;
** საწარმოში პროდუქციის მოძრაობისა და ნაშთების შესახებ ანგარიშების მომზადება და სათაო ოფისში გაგზავნა

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ მისამართზე: Bejanishvili.anano@gmail.com და გამოგზავნისას "Subject" ველში გთხოვთ მიუთითოთ პოზიციის დასახელება.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |