www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ბრენდული სავაჭრო ობიექტების წარმომადგენელი
მომწოდებელი: არომაპროდუქტი
გამოქვეყნდა: 4 ნოემბერი / განცხადების ვადა: 4 დეკემბერი

შპს "არომაპროდუქტი" თავის საქმიანობას ეწევა 1985 წლიდან. ის გახდა წამყვანი, 100% ექსპორტზე ორიენტირებული კომპანია, რომელიც აწარმოებს უმაღლესი ხარისხის პროდუქტებს (ორგანული და
არაორგანული კატეგორიის წვენებს, სოუსებს, გაყინულ ხილს და სხვა), რომელიც წარმოდგენილია მსოფლიოს 25 ქვეყანაში (აშშ, კანადა, ავსტრალია, გერმანია, იაპონია და ა.შ.)

დამატებითი ინფორმაცია კომპანიის შესახებ შეგიძლიათ იხილოთ: http://www.aroma.ge

შპს "არომაპროდუქტი" აცხადებს ვაკანსიას ბრენდული სავაჭრო ობიექტების წარმომადგენლის პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები:

** გაყიდვების სტრატეგიული გეგმის შემუშავებაში მონაწილეობის მიღება;
** მარაგების მუდმივი კონტროლი და შესაბამისი პროდუქციის დროულად მიწოდების უზრუნველყოფა;
** ბრენდული სავაჭრო ობიექტების კონტროლი/განვითარება;
** აქციების დაგეგმვა/განხორციელება;
** გაყიდვებისა და აქციების შედეგების ანალიზი და რეპორტინგი, ასევე, არსებულ და მოსალოდნელ
** შედეგებზე ინფორმაციის მიწოდება მენეჯერთან;
** პროდუქციის სრულყოფილად ცოდნა;
** კლიენტებთან მუდმივი კომუნიკაცია ხარისხის კონტროლის თვალსაზრისით;
** საკომუნიკაციო და სარეკლამო მასალის სწორი განთავსება და აღრიცხვა;
** ბაზრის კვლევაში ჩართულობა;

მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება გაყიდვების სფეროში;
** უცხო ენების ფლობა მაღალ დონეზე (ინგლისური, რუსული)
** გამართული მეტყველების, დამარწმუნებელი კომუნიკაციის და არგუმენტირების უნარი;
** ორგანიზებულობა;
** პასუხისმგებლობის გრძნობა;
** ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** სხვადასხვა მონაცემზე ერთდროულად მუშაობის უნარი;
** სტრესულ სიტუაციაში მუშაობის უნარი;
** შედეგებზე პასუხისმგებლობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** ძირითადი საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა;

სამუშაო გრაფიკი: სრული

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV შემდეგ ელ.ფოსტაზე: aromavacancy@gmail.com და სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება.

შპს "არომაპროდუქტი" გისურვებთ წარმატებებს!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |