www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: კორპორატიული გაყიდვების მენეჯერი
მომწოდებელი: ქებული კლიმატი
გამოქვეყნდა: 4 ნოემბერი / განცხადების ვადა: 4 დეკემბერი

კომპანია "ქებული კლიმატი" გათბობის, გაგრილების, ვენტილაციის და წყალმომარაგების სისტემების უმსხვილესი იმპორტიორია საქართველოში. პროდუქციის ფართო ასორტიმენტით კომპანია სტაბილურად ლიდერობს ბაზარზე. ჩვენი უმთავრესი ამოცანაა მომხმარებელი მრავალფეროვანი არჩევანითა და უმაღლესი სტანდარტის მომსახურებით უზრუნველვყოთ.

კომპანია "ქებული კლიმატი" აცხადებს ვაკანსიას კორპორატიული გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.

ადგილმდებარეობა: თბილისი
სამუშაო გრაფიკი: სრული

ძირითადი მოვალეობები:

** ბაზრის კვლევა და გაყიდვების სტრატეგიის შემუშავება;
** კორპორატიული (ორგანიზაციები, სახელმწიფო დაწესებულებები, ტენდერები) კლიენტების მოძიება, შენარჩუნება და მათი რაოდენობრივი ზრდის უზრუნველყოფა;
** მოძიებული ტენდერების/პროექტების რანჟირება კომპანიის ინტერესის გათვალისწინებით;
** შემოსული შეკვეთების საფუძველზე პროექტის მომზადება;
** სატენდერო და სხვა ტიპის პროექტების დოკუმენტაციისა და ხარჯთაღრიცხვის წარმოება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება (სასურველია ბიზნეს ადმინისტრირების მიმართულებით);
** გაყიდვების მიმართულებით მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
** უცხო ენების (ინგლისური, რუსული ენა) ფლობა;
** საოფისე პროგრამების მაღალ დონეზე ფლობა.

საჭირო უნარ-ჩვევები:

** გამართული ვერბალური და წერითი კომუნიკაციის უნარი;
** პრეზენტაბელურობა;
** დეტალების მიმართ ყურადღებიანობა;
** ანალიტიკური და ტექნიკური აზროვნების უნარი.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოგზავნოთ რეზიუმე შემდეგ მისამართზე: vacancy@pragma.ge და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება; წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.

გისურვებთ წარმატებებს!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |