www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: სტაჟირება რეგისტრატურაში
მომწოდებელი: ევექსის კლინიკები
გამოქვეყნდა: 4 ნოემბერი / განცხადების ვადა: 18 ნოემბერი

"ევექსის კლინიკები" აცხადებს სტაჟირებას რეგისტრატურაში.

რატომ დასაქმება ევექსში?

** ევექსი ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული, მზარდი და ამბიციური კომპანიაა.
** ასეთ დიდ კომპანიაში კარიერის შექმნა რეალური, პერსპექტიული და საინტერესოა.
** ევექსის რეგისტრატურის გუნდში ვაკანტური ადგილებია.

ვისთვის არის ეს პროგრამა განკუთვნილი?

** მათთვის, ვისაც სურს შეისწავლოს პრაქტიკაზე დაფუძნებული მომსახურების სტანდარტები და გახდეს რეგისტრატურის გუნდის წევრი.
** ვიწვევთ მომსახურების სფეროთი დაინტერესებულებს ბიზნესის, ფინანსების, სოციალური, ფსიქოლოგიური, სამედიცინო, მენეჯმენტის და სხვა მიმართულებებიდან!

სტაჟირების ხანგრძლივობა: 1 თვე

განსაკუთრებული მინიშნება: პროგრამის დასრულების შემდგომ საუკეთესო შედეგების მქონე მონაწილეებს შესაძლებელია კომპანიამ შესთავაზოს სტაბილური სამუშაო ამ მიმართულებით.

მოითხოვება მხოლოდ მოტივაცია, აქტიურობა და პოზიტივი!

დასაქმების პროგრამის ფარგლებში შესაძლებელია შეისწავლოთ:

** მომსახურების სტანდარტები
** კორპორატიული კულტურა
** პაციენტის ვიზიტის კოორდინაცია
** პაციენტის რეგისტრაციის პროცედურა
** პროცედურულ დოკუმენტაციასთან მუშაობა
** რთული სიტუაციების მართვა

განაცხადის მიღების ბოლო ვადაა: 18 ნოემბერი, 2019 წ.

დაინტერესებული კანდიდატები რეზიუმეს ასატვირთად მიჰყევით ბმულს: https://evexhospitals.ge/ka/vacancy/stajireba-registraturashi/372

"ევექსის კლინიკები" მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებებს

სამედიცინო კორპორაცია ევექსში თქვენს მიერ გაგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები სამედიცინო კორპორაცია ევექსის მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, ვაკანსიის მოთხოვნებიდან გამომდინარე; ან დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. იმ შემთხვევაში, თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |