www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: თვითმცლელის მძღოლი
მომწოდებელი: ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაცია
გამოქვეყნდა: 4 ნოემბერი / განცხადების ვადა: 28 ნოემბერი

"ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაცია" ფუნქციონირებს 2015 წლის სექტემბრიდან, წარმოადგენს წევრობაზე დაფუძნებულ არასამეწარმეო, არაკომერციულ ორგანიზაციას და აქტიურად მუშაობს სამშენებლო სექტორის განვითარებაზე. ასოციაცია აერთიანებს საქართველოს ბაზარზე მოქმედ სამშენებლო სამუშაოებისა და მასალების მწარმოებელ/დისტრიბუტორ, მძიმე ტექნიკის დისტრიბუტორ, ინსპექტირების/საექსპერტო საქმიანობის განმახორციელებელ, ფინანსურ, სადაზღვევო ინსტიტუტსა და სხვა დაინტერესებულ კომპანიებს, რომლებმაც გამოთქვეს სურვილი, მხარი დაუჭირონ ასოციაციის საქმიანობას.

"ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაცია", ასოციაციის წევრი კომპანიისთვის - "მინერალი" აცხადებს თვითმცლელის მძღოლის ვაკანსიას.

კომპანია "მინერალის" მთავარი პროფილია მიწის სამუშაოები, ინერტული მასალების მოპოვება და აგრეგატებისა და საფუნდამენტე მასალების წარმოება. ბოლო წლების განმავლობაში "მინერალი" აქტიურ მონაწილეობას იღებდა გზებისა და მაგისტრალების მშენებლობაში მთელი საქართველოს მასშტაბით. კომპანია, გარდა იმისა, რომ აწოდებდა ინერტულ მასალას, ასევე ასრულებდა მიწის სამუშაოებს, ასფალტისა და ბეტონის საფარის დაგების სამუშაოებს. კომპანია ფლობს მაღალტექნოლოგიურ ქარხანას, რომელიც უზრუნველყოფს ქვიშისა და ხრეშის სასურველი ხარისხით უწყვეტ მიწოდებას. გარდა პროდუქციის წარმოებისა "მინერალი" მომხმარებელს სთავაზობს სატრანსპორტო მომსახურეობას, მიწის სამუშაოებს, გზის ფუნდამენტის მოწყობით და ტკეპნით სამუშაოებს, ბორდიურებისა და ქვაფენილების მოწყობით სამუშაოებს, საბეტონე სამუშაოებს; ასევე სამელიორაციო სამუშაოებს და სამშენებლო საქმიანობის მომსახურეობის სრულ პაკეტს, ობიექტის სრულ ექსპლუატაციაში გაშვებამდე.

"მინერალი" ეძებს თვითმცლელის მძღოლს, რომლისთვისაც სავალდებულოა:

** შესაბამისი კატეგორიის მართვის მოწმობა;
** მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.

ხელფასი და გრაფიკი:

** დღიური ანაზღაურება: 50 ლარი;
** გრაფიკი: 08:00-18:00.

თუ თქვენი მონაცემები აკმაყოფილებს ზემოთ ჩამოთვლილ მოთხოვნებს, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ: 599 434152, 571 201008.

განაცხადების მიღების ბოლო ვადა: 28 ნოემბერი, 2019 წელი.

გისურვებთ წარმატებებს!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |