www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: მოლარე-ოპერატორი
მომწოდებელი: ქებული კლიმატი
გამოქვეყნდა: 4 ნოემბერი / განცხადების ვადა: 4 დეკემბერი

კომპანია "ქებული კლიმატი" გათბობის, გაგრილების, ვენტილაციის და წყალმომარაგების სისტემების უმსხვილესი იმპორტიორია საქართველოში. პროდუქციის ფართო ასორტიმენტით კომპანია სტაბილურად ლიდერობს ბაზარზე. ჩვენი უმთავრესი ამოცანაა მომხმარებელი მრავალფეროვანი არჩევანითა და უმაღლესი სტანდარტის მომსახურებით უზრუნველვყოთ.

კომპანია "ქებული კლიმატი" აცხადებს ვაკანსიას შემდეგ პოზიციაზე: მოლარე-ოპერატორი.

ძირითადი მოვალეობები:

** ნაღდი და უნაღდო ანგარიშსწორებით სალარო ოპერაციების წარმოება;
** მომხმარებლისთვის სწრაფი, ეფექტური და თავაზიანი მომსახურების გაწევა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** პროგრამა 1с-ის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად.

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** პასუხისმგებლობის გრძნობა;
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** ანალიტიკური აზროვნება.

გთხოვთ, დაინტერესებულმა პირებმა გამოგზავნეთ რეზიუმე შემდეგ მისამართზე: vacancy@pragma.ge

გისურვებთ წარმატებას!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |