www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ლოჯისტიკის მენეჯერი
მომწოდებელი: ბენე ჯგუფი
გამოქვეყნდა: 4 ნოემბერი / განცხადების ვადა: 4 დეკემბერი

"ბენე ჯგუფი" 2013 წლიდან პოზიციონირებს ადგილობრივ და საერთაშორისო ბაზარზე სატრანსპორტო სერვისის მიმართულებით. ლოჯისტიკის სფერო ერთ-ერთი ძირითადი მიმართულებაა. კომპანიის განვითარებაზე ორიენტირებული ხედვა, გამოცდილება და მჭიდრო ინტერნაციონალური ურთიერთობები გვაძლევს საშუალებას მომხმარებელს სწრაფი, კომფორტული, ხარისხიანი და უსაფრთხო მომსახურება შევთავაზოთ.

კომპანია "ბენე ჯგუფი" აცხადებს ვაკანსიას ლოგისტიკის მენეჯერის პოზიციებზე საერთაშორისო გადაზიდვების მიმართულებით.

პროფესიის მოკლე აღწერა:

სატრანსპორტო ლოჯისტიკის მენეჯერი არის სპეციალისტი, რომელიც ამუშავებს გადაზიდვების შემდეგ მიმართულებებს: საავტომობილო, სარკინიგზო, საზღვაო და საჰაერო ტრანსპორტების მეშვეობით.

სამუშაოს აღწერა:

** რეგულარული მოლაპარაკებების წარმართვა უკვე არსებულ პარტნიორებთან
** ახალი გადამზიდი კომპანიების მოძიება, მათთან გრძელვადიანი ურთიერთობების დამყარება.
** ტვირთის აღწერილობის, სპეციფიკის შესახებ ინფორმაციის შეგროვება
** შეკვეთების დამუშავება, გადაზიდვების ორგანიზება და მისი ოპერატიულად შესრულების კონტროლი.
** შედეგზე ორიენტირება, ყოველდღიური დავალებების შესრულება.
** გადაზიდვების მარშრუტების მონიტორინგი და ტვირთის ადგილმდებარეობის შესახებ ყოველდღიური სტატუსის მომზადება.
** ახდენს შეთანხმებულ დროსა და ადგილას დატვირთული სატრანსპორტო საშუალების მიწოდებას.

პიროვნული უნარები:

** პასუხისმგებლობა და გუნდურობა;
** კომუნიკაბელურობა;
** შრომისმოყვარეობა;
** სტრესული სიტუაციების მართვა და პრობლემის ეფექტურად აღმოფხვრა;
** ანალიტიკური, კრიტიკული აზროვნება;
** მუდმივად სწავლა, განვითარებაზე ორიენტირება;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება
** სავალდებულოა რუსული ენის ცოდნა, უპირატესად ჩაითვლება ინგლისური, თურქული ან სხვა უცხო ენების ცოდნა
** MS office პროგრამების ცოდნა.

დაინტერესებულმა კანდიდატებმა უნდა გამოაგზავნონ რეზიუმე შემდეგ მისამართზე: maka.ge@benegroup.ge და საგნობრივ ველში მიუთითეთ შესაბამისი პოზიცია, რომელზეც გსურთ განიხილოს თქვენი СV.

შერჩეული კანდიდატები გაივლიან რამდენიმე საფეხურიან გასაუბრების პროცესს.

აქცენტი კეთდება სტაბილურ თანამშრომლებზე, განვითარების პერსპექტივით.

ანაზღაურება: ფიქსირებული + ბონუსი.
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი - პარასკევი (10:00-19:00).



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |