www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ავეჯის ამწყობი ოსტატი
მომწოდებელი: ლაზიერი
გამოქვეყნდა: 5 ნოემბერი / განცხადების ვადა: 2 დეკემბერი

"ლაზიერი" 3500 კვ.მ. საწარმოო ფართზე გაშლილი, ევროპული სტანდარტების შესაბამისი, ახალი ქართული ავეჯის მრავალპროფილიანი საწარმოა, რომელიც თბილისში, ფეიქრების 12-ში მდებარეობს.

ჩვენ წარმოვადგენთ მუდმივ განვითარებაზე ორიენტირებულ ქართულ ბრენდს, რომელიც აღჭურვილია უახლესი ევროპული მანქანებით, მათ შორის ძირითადი საწარმოო ხაზები 2019 წლის დასაწყისში წარმოებული იტალიური, გერმანული და ესპანური დანადგარებითაა დაკომპლექტებული.

შპს "ლაზიერი" მუშაობს მაღალი ხარისხის ხის, ხის კომპოზიტების (MDF-DSP-Laminate), კორიანის (DuPont`s Corian®), ნეოლითის (TheSize`s Neolith®), მეტალის და სხვა კომპოზიტური მასალებით. ჩვენ ვქმნით ავეჯს სახლისთვის, კომერციული ობიექტებისთვის, საჯარო სივრცეებისთვის და რაც ძალიან მნიშვნელოვანია - სპეციფიკური დანიშნულების ავეჯს. ვმუშაობთ ექსტერიერის და ინტერიერის მოპირკეთებაზე, ფასადებსა და დეკორატიულ აქსესუარებზე.

"ლაზიერი" ეძებს გუნდის ახალი წევრს ავეჯის ამწყობი ოსტატის პოზიციაზე.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები და პასუხისმგებლობებია:

** ნედლეულის საამწყობო უბანზე მიღება, მითვლა, ხარისხის შემოწმება;
** საამწყობო ოპერაციების შესრულება საწარმოო სქემისა და ნაკეთობის ნახაზის მიხედვით.

საკვალიფიკაციო მოთხოვნებია:

** საწარმოო პროცესების ცოდნა;
** სასურველია ავეჯის სპეციფიკის ცოდნა;
** სასურველია ავეჯის კონსტრუირების (აწყობის) საფუძვლების ცოდნა;
** ძირითადი ნედლეულის სპეციფიკაციების ცოდნა;
** უძრავი და მოძრავი მექანიზმების ინსტალაციის ძირითადი პრინციპების ცოდნა;
** ძირითად საწარმოო დანადგარებთან მუშაობის წარმოდგენის ქონა;
** სულ მცირე 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება ავეჯის ამწყობის პოზიციაზე;
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
** გუნდურობის მაღალი შეგრძნება.

ფიქსირებული ანაზღაურება შეადგენს 1500 ლარს და მომდევნო თვიდან თანამშრომელი ერთვება შვიდ საფეხურიან საბონუსე სქემაში. კარიერულ განვითარებასთან დაკავშირებულ კითხვებსა და სხვა დეტალებზე საუბარი მოხდება უშუალოდ გასაუბრებაზე.

სამუშაო გრაფიკი: 2 კვირა ორშაბათი-პარასკევი, 2 კვირა ორშაბათი-შაბათი.
ჩვენი წარმოება მდებარეობს თბილისში, ფეიქრების 12.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV ელ. ფოსტაზე: akheloishvili@lazieri.com ან დაგვიკავშირდეთ მობილურზე: 591 914178.

გაიგეთ მეტი ჩვენს შესახებ:

www.lazieri.com
www.facebook.com/lazierigeo
www.instagram.com/LazieriGeorgia



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |