www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: საკრედიტო ადმინისტრატორი
მომწოდებელი: კრისტალი
გამოქვეყნდა: 5 ნოემბერი / განცხადების ვადა: 17 ნოემბერი

ფინანსური ჩართულობის ორგანიზაცია "კრისტალი" აცხადებს ვაკანსიას საკრედიტო ადმინისტრატორის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: მარნეული
სამუშაო განაკვეთი: სრული

"კრისტალი" ქვეყანაში წამყვანი ფინანსური ჩართულობის კომპანია და არასაბანკო საფინანსო ინსტიტუტია, რომელიც საქართველოს მასშტაბით მართავს 270 მლნ ლარის მოცულობის სასესხო პორთფელს და ემსახურება 100, 000-ზე მეტ მომხმარებელს. საჭიროებებზე მორგებული, ინოვაციური და განვითარებაზე ორიენტირებული ფინანსური პროდუქტებისა და მომსახურების შეთავაზებით, "კრისტალი" ხელს უწყობს ათასობით მომხმარებლის ეკონომიკურ განვითარებას. "კრისტალი" პირველი არასაბანკო საფინანსო ორგანიზაციაა რეგიონში, რომელმაც გლობალური სარეიტინგო სააგენტოს, FitchRatings-ის შეფასება `B`/Stable მოიპოვა. 2018 წლის 13 დეკემბერს, "კრისტალი" საქართველოში წლის პასუხისმგებლიან ბიზნესად დასახელდა და "მელიორა 2018"-ის გრან-პრის მფლობელი გახდა. ასევე, "კრისტალი" პირველია იმ 5 კომპანიას შორის, რომელიც შეუერთდა გაეროს ქალთა ორგანიზაციის ქალთა გაძლიერების პრინციპებს (WEPs). დამატებითი ინფორმაციისათვის, ეწვიეთ ვებ გვერდს: ir.crystal.ge

"კრისტალი" გთავაზობთ:

** პიროვნულ და პროფესიულ ზრდას;
** მზარდ სახელფასო სისტემას, გამოცდილების და კვალიფიკაციის გათვალისწინებით;
** მეგობრულ და პროფესიონალურ სამუშაო გარემოს.

ძირითადი მოვალეობები:

** საკრედიტო ხელშეკრულებების და/ან მათი ცვლილებების მომზადება;
** გადაწყვეტილების ოქმთან ხელშეკრულებაში მითითებული პირობების შესაბამისობის კონტროლი;
** მომზადებული ხელშეკრულებების ხელმოწერის უზრუნველყოფა;
** კლიენტის იდენტიფიკაცია;
** ხელშეკრულებების კომპანიის პირების ორგანიზებულად და დაცულად შენახვა;
** იპოთეკის ხელშეკრულების რეგისტრაცია და რეგისტრაციიდან მოხსნა;
** სხვადასხვა სახის ცნობების მომზადება.

"კრისტალი" ეძებს მათ, ვინც არის:

** ორგანიზებული, მიზანდასახული და ენერგიული;
** კომუნიკაციის უნარის მქონე;
** გუნდური და ინდივიდუალური მუშაობის უნარის მქონე;

და ვისაც აქვს:

** სრული ან არასრული უმაღლესი განათლება (ნებისმიერი სპეციალობა)
** რუსული ენის ცოდნა (სასურველია).

დაინტერესებულ პირებს 2019 წლის 17 ნოემბრის ჩათვლით შეუძლიათ შეავსონ თანდართული სააპლიკაციო ფორმა

მხოლოდ შერჩეული კანდიდატები იქნებიან გამოძახებული შემდგომ ეტაპზე.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |