www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ოპერატიული მოტო პატრულის თანამშრომელი
მომწოდებელი: ალგანი
გამოქვეყნდა: 5 ნოემბერი / განცხადების ვადა: 5 დეკემბერი

დაცვის კომპანია "ალგანი", რომელიც დაარსდა 2004 წელს, არის უსაფრთხოების უზრუნველყოფის ლიდერი კომპანია საქართველოში. დღეს "ალგანის" პორტფოლიო 5000-ზე მეტ ორგანიზაციასა და კერძო პირს მოიცავს. კომპანია ორიენტირებულია საქართველოში უსაფრთხოების თანამედროვე, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი სერვისების დანერგვასა და მიწოდებაზე. დღეისათვის ალგანში დასაქმებულია 1800-ზე მეტი ადამიანი, რომლებიც ყოველდღიურად უზრუნველყოფენ უსაფრთხოებას მთელი ქვეყნის მასშტაბით.

პოზიცია: ოპერატიული მოტო პატრულის თანამშრომელი

მოთხოვნები:

** სქესი: მამრობითი
** ასაკი 25 წლიდან - 40 წლამდე.
** სიმაღლე 175 სმ-დან
** აღნიშნულ სფეროში მუშაობის გამოცდილება
** სავალდებულოა (მოტოციკლეტის) მართვის მოწმობა არანაკლებ 1 წლიანი გამოცდილება.
** სპორტული აღნაგობა

პირობები:

** სამუშაო გრაფიკი 1: დღეგამოშვებით 10:00 დან 21:00 საათამდე - ანაზღაურება: თვეში 500 ლარი (ხელზე ასაღები)
** სამუშაო გრაფიკი 2: ყოველდღიურად ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით 10:00 დან 20:00 საათამდე, შაბათი დასვენება, კვირას 10:00 დან 14:00 საათამდე - ანაზღაურება: თვეში 700 ლარი (ხელზე ასაღები)

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ შემდეგ ნომრებზე: 2353253, 2560101, ან გთხოვთ მობრძანდეთ გასაუბრებაზე, ორშაბათიდან შაბათის ჩათვლით - 11:00 საათიდან 13:00 საათამდე. მისამართი: ქ. თბილისი, გ. სააკაძის მე-2 გასასვლელი #8, ან გამოგზავნოთ რეზიუმე ფოტოსურათთან ერთად შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hrsecurity@algani.ge და ელექტრონული წერილის სათაურის ველში (Subject) მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |