www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: გაყიდვების კონსულტანტი
მომწოდებელი: მაღაზიათა საერთაშორისო ქსელი კოტონი
გამოქვეყნდა: 5 ნოემბერი / განცხადების ვადა: 5 დეკემბერი

მაღაზიათა საერთაშორისო ქსელი "კოტონი" გაძლევთ შესაძლებლობას, შემოუერთდეთ მაღალკვალიფიციური, საერთაშორისო გამოცდილების მქონე გუნდს.

გიწვევთ მოტივირებულ, მონდომებულ კანდიდატებს, გაყიდვების კონსულტანტის თანამდებობაზე.

ცოდნა, უნარები, შესაძლებლობები:

** მსგავს ინდუსტრიაში 6 თვემდე მუშაობის გამოცდილება (სასურველია);
** სამუშაო ცვლებში მუშაობის შესაძლებლობა;
** დატვირთულ, აქტიურ რეჟიმში მუშაობის უნარი;
** ინგლისური ენის საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა (სასურველია);
** კომუნიკაბელური, თავაზიანი, დეტალებზე ორიენტირებული.

ფუნქცია-მოვალეობები:

** სამუშაო სექციის მომზადება და მის საოპერაციო გამართულობაზე ზრუნვა;
** ფილიალის გაყიდვების, შიდა ფასდაკლებების/აქციების და სხვადასხვა შიდა პროცედურის ცოდნა;
** მომხმარებლებისთვის დახმარება სასურველი მოდელის არჩევაში, შესაბამისი რეკომენდაციების გაცემა;
** მომხმარებლის თითოეულ თხოვნაზე ოპერატიული რეაგირება და მათს სასიამოვნო შოპინგზე ზრუნვა.

თუ გსურთ გახდეთ ჩვენი გუნდის წევრი, გამოგზავნეთ თქვენი რეზიუმე (CV) ელექტრონული ფოსტის მისამართზე: vacancy.KOTON@gmail.com და გთხოვთ, ელექტრონული წერილის თემის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.

გისურვებთ წარმატებებს!

"კოტონი"-ს შესახებ:

მაღაზიათა საერთაშორისო ქსელი "კოტონი" 1988 წელს დაარსდა თურქეთში. პირველი მაღაზიის, რომელიც სულ რაღაც 25 კვ.მ იყო, გახსნის შემდეგ - დაუღალავი შრომის, სწორი სტრატეგიისა და დიდი ოცნების ასრულების გზაზე - კომპანიამ უმოკლეს დროში წარმოუდგენელ წარმატებას მიაღწია. დღეის მონაცემით კოტონის 500-ზე მეტ მაღაზიას შევხვდებით მსოფლიოს 30 ქვეყანაში. მსოფლიოს მასშტაბით 11, 000-ზე მეტი ადამიანი ერთიანდება "კოტონის" გუნდში, რომელთაგან ტრენდული კოლექციების ავტორი 220 დიზაინერია.

რამდენადაც მრავალფეროვანია ჩვენი კოლექციები და განკუთვნილია ყველა ასაკობრივი თუ ცხოვრების სტილის მქონე ადამიანისთვის, ამდენადვე დიდ შესაძლებლობებს სთავაზობს "კოტონი" თავის თანამშრომლებს.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |