www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: სტაჟირების პროგრამა
მომწოდებელი: თეგეტა მოტორსი
გამოქვეყნდა: 5 ნოემბერი / განცხადების ვადა: 20 ნოემბერი

თეგეტა მოტორსი აცხადებს სტაჟირების პროგრამა "თეგეტა მოტორსში".

ვაკანსიის კოდი: TGM0000476
ადგილმდებარეობა: თბილისი
კატეგორია: ტრენინგები და სწავლება
დასაქმების ტიპი: ნახევარი განაკვეთი
სამუშაო გრაფიკი: სტანდარტული გრაფიკი
გამოცდილების დონე: სტაჟიორი

ძირითადი მოთხოვნები:

** განათლება: სტუდენტი; ხარისხი.
** ენები: ქართული - ძალიან კარგი.

უნარები:

** სისხარტე
** სხვადასხვა ამოცანებზე ერთდროულად მუშაობის უნარი
** ინიციატივის გამოჩენის უნარი
** საქმიანობის ორგანიზებისა და დაგეგმვის უნარი
** აქტიურობა, ენერგიულობა
** გუნდურად მუშაობის უნარი.

დამატებითი მოთხოვნები:

** აუცილებლად შეავსეთ სამოტივაციო წერილის ველი, მოგვიყევით თქვენი ინტერესების შესახებ;
** აქვე დააფიქსირეთ დეპარტამენტები, რომლებშიც ისურვებდით სტაჟირების გავლას.

კომპანიის შესახებ:

"თეგეტა მოტორსი" მუდმივად განვითარებასა და სრულყოფაზე ორიენტირებული ჰოლდინგური კომპანიაა. ბიზნეს ჯგუფი, რომელმაც 24 წლიანი წარმატების გზა განვლო, დღეს ლიდერია საავტომობილო პროდუქტებისა და მომსახურების დარგში. ასეთივე წარმატებით, კომპანია წარმოდგენილია ამიერკავკასიის ბაზარზე.

კომპანია ყოველწლიურად ზრუნავს მაღალტექნოლოგიურ განვითარებაზე მსოფლიოს წამყვანი ბრენდების მხარდაჭერით, დასავლური ცოდნის, გამოცდილების გაზიარებითა და საკუთარ საქმიანობაში დანერგვით. თეგეტა მოტორსი მუდმივად ხარისხზეა ორიენტირებული, სწორედ ამაზე მეტყველებს კომპანიის უცვლელი სლოგანი "დროა აირჩიო ხარისხი". თეგეტა მოტორსი მრავალი ჯილდოს მფლობელია, მან უკვე 4-ჯერ მოიპოვა "ოქროს ბრენდის" სტატუსი. უმაღლესი დონის სერვისმა და საერთაშორისო სტანდარტების სერვის-ცენტრებმა განაპირობა ის, რომ "თეგეტა მოტორსს", პირველად საქართველოში, ავტომობილების გაყიდვისა და მომსახურების სფეროში ISO 9001:2015 სტანდარტის საერთაშორისო ხარისხის სერტიფიკატი მიენიჭა. ბიზნეს-პროცესების ავტომატიზაციისა და მუშაობის ეფექტურობის გაზრდის მიზნით, "თეგეტა მოტორსმა" საქართველოში პირველმა დანერგა ბიზნესის მართვისა და ბიზნეს-პროცესების ადმინისტრირების ავტომატიზებული თანამედროვე პროგრამა SAP.

სტაჟირების პროგრამა "თეგეტა მოტორსში":

"თეგეტა მოტორსი" იწყებს ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამას სტუდენტებისთვის, რომლებსაც სურთ, სწავლის პარალელურად შეიძინონ პრაქტიკული გამოცდილება და საფუძველი ჩაუყარონ თავიანთ წარმატებულ სამუშაო კარიერას.

"თეგეტა მოტორსის" სტაჟირების პროგრამა სტუდენტებს საშუალებას მისცემს, გაეცნონ საავტომობილო სფეროს ლიდერი კომპანიის სამუშაო სპეციფიკას, მოსინჯონ საკუთარი ძალები სხვადასხვა მიმართულებით და გახდნენ წარმატებული გუნდის წევრები.

სტაჟირება ანაზღაურებადია.
გრაფიკი: მოქნილი.
ხანგრძლივობა: 3-დან 6 თვემდე.

სტაჟირება ცხადდება "თეგეტა მოტორსის" შემდეგ დეპარტამენტებში:

** სერვისის განვითარების დეპარტამენტი
** სერვისის მართვის დეპარტამენტი
** ფილიალების კოორდინაციის სამსახური
** გაყიდვების დეპარტამენტი
** ადგილობრივი შესყიდვებისა და სწრაფი შეკვეთების განყოფილება
** ფინანსური დეპარტამენტი
** ბუღალტერია;

ასევე, "თეგეტა მოტორსის" შვილობილ კომპანიებში:

** "თეგეტს რენტალს"
** "თეგეტა თრაქ & ბას".

სტაჟირების პროგრამა სერვისის განვითარების დეპარტამენტში:

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** BBA მე-3, მე-4 კურსის სტუდენტი
** MS Excel-ის მაღალ დონეზე ფლობა
** ენები: ინგლისური.

მოკლე აღწერა:

** კატალოგის განვითარება და გამოყენების მონიტორინგი;
** მომსახურეობების შესრულების რაოდენობის და ფასის ანალიზი;
** პროგრამიდან სხვადასხვა ტიპის მონაცემის ამოღება და ანალიტიკა;
** ფასების კატალოგის დამუშავება, დანერგვა;
** სხვა პროექტებისთვის მონაცემთა დამუშავება.

სტაჟირების პროგრამა სერვისის მართვის დეპარტამენტში:

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** BBA მე-3, მე-4 კურსის სტუდენტი
** ენები: ინგლისური, რუსული
** MS Office-ის მაღალ დონეზე ცოდნა.

მოკლე აღწერა:

** სერვისის ანალიტიკის წარმოება;
** ღია განაცხადების კონტროლი;
** სერვისის პროცესების სტატისტიკის და ანალიტიკის წარმოება.
** ფილიალებიდან დაფიქსირებული პრობლემური საკითხების მონიტორინგი/ შესრულებების კონტროლი.
** სერვისის ბიზნეს პროცესში და ტექნოლოგიური სისტემის დანერგვაში მონაწილეობა;
** სტაჟირების პროგრამა სახელმწიფო ორგანიზაციებთან ურთიერთობის განყოფილებაში.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** BBA მე-3, მე-4 კურსის სტუდენტი
** MS Excel-ის ცოდნა
** პრეზენტაციის მომზადებისა და ჩატარების უნარი.

მოკლე აღწერა:

** ელფოსტაზე მოსული ან ადგილზე მოტანილი ხელშეკრულებების გავლა, გაფორმება და რეგისტრაცია;
** ქოლ-ცენტრის მიერ გადმომისამართებულ კლიენტებთან კომუნიკაცია და საჭიროების შემთხვევაში მხარდაჭერა;
** დებიტორული დავალიანებების კონტროლი, შესაბამის პირებთან კომუნიკაცია და შემდგომი მონიტორინგი;
** მიღება-ჩაბარების აქტების მომზადება/გადამოწმება/გასწორება.

ადგილობრივი შესყიდვებისა და სწრაფი შეკვეთების განყოფილება:

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** BBA მე-3, მე-4 კურსის სტუდენტი
** MS Excel-ის ცოდნა
** პრეზენტაციის მომზადების/ჩატარების უნარი.

მოკლე აღწერა:

** შესყიდული საქონლის კონტროლი (განაცხადში ჩასმა/ჩამოწერა/დაბრუნება);
** რეგიონიდან ნიმუშად ჩამოსული საქონლის შესახებ ინფორმაციის მოგროვება და ანალიზი;
** მძღოლებისა და შემსყიდველისთვის ინფორმაციის მიწოდება;
** ბუღალტრებთან კომუნიკაცია ს/ზ გამოწერა/კორექტირებასთან დაკავშირებით;
** საბუთების მოწესრიგება;
** ხელშეკრულებების draft-ების მომზადება;
** ნაშთში ასაყვანი SOFT-ის დაზუსტება;
** ტაქსის ხელფასების წარმოება.

ფილიალების კოორდინაციის სამსახური:

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** BBA მე-3, მე-4 კურსის სტუდენტი
** MS Excel-ის ცოდნა
** პრეზენტაციის მომზადებისა და ჩატარების უნარი.

მოკლე აღწერა:

** "თეგეტა მოტორსის" ფილიალებისა და სერვის-ცენტრების მონიტორინგში მონაწილეობა;
** არსებული სტანდარტების მიხედვით ფილიალების შემოწმების პროცესში მონაწილეობის მიღება;
** ფილიალებში ვიზიტისას დაფიქსირებული ხარვეზების შესახებ ფოტომასალის მოგროვება/აღწერა;
** პრეზენტაციების მომზადება და რეპორტინგი.

საცალო გაყიდვების მიმართულება:

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** BBA მე-3, მე-4 კურსის სტუდენტი
** ინგლისური ენის მაღალ დონეზე ცოდნა;
** სასურველია შემდეგ პროგრამებთან მუშაობის გამოცდილება: Google Analytics, Google Ads, Remarketing.

მოკლე აღწერა:

** "Tegeta Shop"-ზე სარეკლამო კამპანიების დაგეგმვა და მონიტორინგი;
** მარკეტინგული კამპანიების ეფექტურობისა და ონლაინ ტრეფიკის ანალიზი და რეპორტინგი;
** ციფრული მარკეტინგის ტექნოლოგიური სიახლეებისა და ტენდენციების მუდმივი მონიტორინგი და შემდგომი გამოყენება.

სტაჟირების პროგრამა ფინანსურ დეპარტამენტში:

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** BBA მე-3, მე-4 კურსის სტუდენტი
** MS Excel-ის ცოდნა;
** პრეზენტაციის მომზადების/ჩატარების უნარი.

მოკლე აღწერა:

** კომპანიის ყოველდღიური რეპორტების მომზადება;
** კრედიტორებისა და დებიტორების შესახებ მონაცემთა ანალიზი;
** მიმდინარე რეალიზაციების მუდმივი ანალიზი და რეპორტინგი პროდუქციის ჯგუფების, რეგიონების, მყიდველთა ჯგუფების მიხედვით.
** სერვისის ფინანსური პროცესების ყოველდღიური ანალიზი და რეპორტინგი.

სტაჟირება ბუღალტერიაში:

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** BBA მე-3, მე-4 კურსის სტუდენტი
** MS Excel-ის ცოდნა.

მოკლე აღწერა:

** კომპანიის ყოველდღიურ ბუღალტრულ საქმიანობებში მონაწილეობის მიღება;
** ბუღალტრული ოპერაციების გატარება პროგრამაში;
** სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების, ძირითადი საშუალებების, არამატერიალური აქტივების მიღების, გადაადგილების, ჩამოწერის ოპერაციების შესრულება.

"თეგეტა რენტალს":

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** BBA მე-3, მე-4 კურსის სტუდენტი
** MS Excel-ის ცოდნა.

მოკლე აღწერა:

** კომპანიის ყოველდღიურ საქმიანობაში ჩართულობა;
** პროგრამა SAP-ში გაყიდვებისა და ხარჯების აღრიცხვა;
** უშუალო ხელმძღვანელთან რეპორტინგი.

"თეგეტა თრაქ & ბას" - ფინანსური დეპარტამენტი:

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** BBA მე-3, მე-4 კურსის სტუდენტი
** ენები: ინგლისური
** MS Excel-ის ცოდნა.

მოკლე აღწერა:

** ყოველდღიური ფინანსური ოპერაციების შესრულების აღრიცხვა და კონტროლი;
** ფინანსური ანგარიშგებების მომზადების მიზნით საჭირო მასალის შეკრება და დამუშავება;
** ფულადი სახსრების მოძრაობის უწყისის კონტროლი და ყოველდღიური ცვლილებების ასახვა;
** უწყისებისთვის ინფორმაციის მომზადება, პროგრამიდან ინფორმაციის პერიოდული ამოღება უშუალო ხელმძღვანელის დავალების შესაბამისად;
** დებიტორებთან კომუნიკაცია და მონიტორინგი.

"თეგეტა მოტორსი" სტუდენტებს სთავაზობს საინტერესო სამუშაო გარემოს, სფეროს არჩევის და ცვლილების შესაძლებლობას, რაც მთავრია - პრაქტიკული გამოცდილების მიღების საშუალებას სწავლის პარალელურად.

გაცნობებთ, რომ შევსებული აპლიკაცია ავტომატურად ხვდება კომპანიის მონაცემთა ბაზაში და ინახება 3 წლის განმავლობაში. ამასთანავე, თქვენი კანდიდატურა შესაძლებელია განხილულ იქნას შპს "თეგეტა მოტორსის" ან მისი შვილობილი კომპანიების მიერ სხვა, მსგავს პოზიციაზე ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში.

განაცხადის შესატანად, გთხოვთ, მიჰყევით ბმულს: https://career.tegetamotors.ge/Job/476

განაცხადის შემოტანის საბოლოო ვადა: 20 ნოემბერი, 2019 წ.

გისურვებთ წარმატებებს!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |