www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ოპერატორი
მომწოდებელი: გუდვილი
გამოქვეყნდა: 5 ნოემბერი / განცხადების ვადა: 19 ნოემბერი

კომპანია "გუდვილი" 2004 წლიდან ქართული საცალო ბაზრის ლიდერი ბრენდია. "გუდვილის" ქსელი წარმოდგენილია თბილისში, გორსა და ბათუმში. კომპანიის მთავარი ამოცანაა მომხმარებლისთვის საუკეთესო ხარისხის უზრუნველყოფა, მათთვის ახალი და მრავალფეროვანი პროდუქციის, პროექტისა და სერვისის შეთავაზება, ხოლო თანამშრომელთათვის საუკეთესო სამუშაო გარემოს შექმნა.

"გუდვილის" სიძლიერე მაღალკვალიფიციურ და მოტივირებულ პერსონალშია. ჩვენ გამუდმებით ვზრუნავთ მათი პროფესიონალიზმის ამაღლებასა და სწავლებაზე. "გუდვილი" თანამშრომლებს სარგებლის მთელ სისტემას სთავაზობს: სამედიცინო დაზღვევა, დამატებითი სწავლების დაფინანსება, ანაზღაურებადი დამატებითი შვებულება, ანაზღაურების ბონუსური სისტემა, პრემია.

ჩვენ პატივს ვცემთ და თანაბარ შესაძლებლობებს ვაძლევთ ყველა თანამშრომელს განუსხვავებლად მათი ასაკისა, სქესისა და ეთნიკური წარმომავლობისა.

"გუდვილი" აცხადებს ვაკანსიას ოპერატორის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი.
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 10:00-16:00 სთ.

ძირითადი მოვალეობები:

** პროცესების ასახვა სააღრიცხვო პროგრამაში;
** დარბაზში გადაცემის წინ წარმოების პროდუქციის შემოწმება რაოდენობაზე, ორგანო-ლეპტიკურ მაჩვენებლებზე;
** პროდუქციის მიღება-გაცემის დოკუმენტაციის შემოწმება-შენახვა.

მოთხოვნა: ნახევარი განაკვეთიდან გამომდინარე შესაძლებელია დამამთავრებელი კურსის სტუდენტიც.

კანდიდატები, რომლებიც აკმაყოფილებენ მოთხოვნებს, გაივლიან შერჩევის შემდეგ ეტაპებს: პირველადი გასაუბრება ადამიანური რესურსების მართვის სამსახურთან.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელ.ფოსტაზე: vacancy@goodwill.ge და სათაურის ველში მიუთითოთ "Operator", წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი განაცხადი არ განიხილება.

განაცხადის შემოტანის ბოლო ვადაა 19 ნოემბერი, 2019 წელი, 24:00 საათი. დაგვიანებით შემოსული განაცხადები არ განიხილება.

გისურვებთ წარმატებას!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |