www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: გაყიდვების სპეციალისტი
მომწოდებელი: აშენდი აგრო საქართველო
გამოქვეყნდა: 5 ნოემბერი / განცხადების ვადა: 5 დეკემბერი

კომპანია "აშენდი აგრო საქართველო" აცხადებს ვაკანსიას ღორის ხორცის გაყიდვების სპეციალისტის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილმდებარეობა: თბილისი

მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება
** ენების ცოდნა: ქართული (მშობლიური), ინგლისური (სავალდებულოა სრულყოფილი ცოდნის დონე), რუსული (სავალდებულოა სრულყოფილი ცოდნის დონე)
** მინიმუმ 5 წლიანი სამუშაო გამოცდილება გაყიდვების სფეროში (სასურველი ღორის ხორცის გაყიდვების სფეროში გამოცდილება)
** კომპიუტერული საოფისე პროგრამების სრულყოფილი ცოდნა; ასევე ბუღალტრული პროგრამა 1C.

მოვალეობები:

** ბაზრის შესწავლა, კონკურენტების ანალიზი და არსებული ტენდენციების რეგულარული დადგენა, მათი გათვალისწინება დაგეგმარების პროცესებში;
** სტრატეგიული მიზნების შესაბამისად, გაყიდვებისა და მომგებიანობის დადგენილი მიზნობრივი მაჩვენებლების მიღწევის უზრუნველყოფა, მისი კომპეტენციის ფარგლებში;
** პროდუქტის განვითარების, გაყიდვების, მარკეტინგული სტიმულირების, კომერციული შესყიდვებისა და მარაგების მართვის სტრატეგიების და შესაბამისი სამოქმედო გეგმების შემუშავება და განხორციელების უზრუნველყოფა;
** კომპანიის მნიშვნელოვან კლიენტებთან კომპლექსური მოლაპარაკებების წარმოება, მათთან გრძელვადიანი ურთიერთსასარგებლო ურთიერთობების ჩამოყალიბება და შენარჩუნებაზე მუდმივი ზრუნვა;
** განვითარების სხვადასხვა ახალი პროექტების ინიცირება, დამუშავება, შეთანხმება და განხორციელება;
** გაყიდვებისა და მარჟების მიზნობრივი მაჩვენებლების დაგეგმვისა და მათი შესრულების კონტროლისთვის აუცილებელი ანგარიშგების, ანალიზის და კონტროლის სისტემის შექმნა/დანერგვა და მათი ეფექტიანი ფუნქციონირების უზრუნველყოფა;
** კომპანიის მიზნებიდან გამომდინარე, სხვა შესაბამისი საქმიანობების განხორციელება;

პიროვნული უნარები და მახასიათებლები:

** ზოგადი სტრატეგიული ხედვის და დაგეგმვის უნარი;
** მიზანმიმართული და დასახული მიზნების შესრულებაზე ორიენტირებული;
** ლიდერობის, მართვის და ორგანიზების უნარები;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** გაყიდვების მაღალ დონეზე განვითარებული უნარები;
** ლოგიკური და ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** ​თვითმოტივაციის და თანამშრომლების მოტივირების უნარი;
** შედეგზე ორიენტირებულობა და ყურადღებიანობა დეტალების მიმართ;
** კომუნიკაბელურობა და გუნდური მუშაობის უნარი;
** შედეგზე ორიენტირებული მოლაპარაკებების წარმოების უნარი;
** პრობლემების დამოუკიდებლად გადაჭრის და სტრესულ სიტუაციებში ეფექტურად მუშაობის უნარი;

სამუშაო განრიგი: ორშაბათი - პარასკევი 09:00-18:00
ანაზღაურება: კვალიფიკაციის შესაბამისად.

დაინტერესების შემთხვევაში შეგიძლიათ გამოაგზავნოთ რეზიუმე ფოტოსურათით ელ. მისამართზე: hr@ashendi.com, აუცილებლად მიუთითეთ subject-ში "გაყიდვების სპეციალისტი".

გისურვებთ წარმატებას!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |