www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ეკონომიკური უსაფრთხოების უფროსი
მომწოდებელი: აშენდი აგრო საქართველო
გამოქვეყნდა: 5 ნოემბერი / განცხადების ვადა: 5 დეკემბერი

შპს "აშენდი აგრო საქართველო" აცხადებს ვაკანსიას ეკონომიკური უსაფრთხოების უფროსის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილმდებარეობა: თბილისი

მოთხოვნები:

** ასაკი 40 წლიდან;
** ფინანსურ და ეკონომიკურ დეპარტამენტებში მუშაობის გამოცდილება;
** იურიდიული განათლება;
** ეკონომიკური განათლება;
** სამთავრებო უწყებებთან ურთიერთობის უნარები.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** კომპანიის ეკონომიკური უსაფრთხოების უზრუნველყოფა;
** კომპანიის მარეგულირებელი და ადმინისტრაციული დოკუმენტების ეკონომიკური უსაფრთხოების ორგანიზება და მათი შესრულების კონტროლი;
** უზრუნველყოს კომპანიის ფინანსური, მატერიალური და მორალური ზიანის იდენტიფიცირება და აღმოფხვრა, რომელიც საფრთხეს უქმნის კომპანიის განვითარებასა და ფუნქციონირებას ეკონომიკური კუთხით;
** ეკონომიკურ უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ღონისძიებების განხორციელების და პროცესების მართვის მხარდაჭერა;
** აწარმოებს კომპანიის ეკონომიკურ უსაფრთხოებაზე ინფორმაცის შეგროვებას, ანალიზსა და ავტომატურ აღრიცხვას;
** შეაფასოს ორგანიზაციების საიმედოობა და კრედიტუნარიანობა;
** მიიღოს მონაწილეობა მიმდინარე ეკონომიკურ ქმედებებზე ზომების შემუშავებაში, რომლებიც უზრუნველყოფენ კომერციულ საიდუმლოებებს;
** ორგანიზება გაუწიოს საწარმოო საქმიანობის პროცესში ეკონომიკური კონფიდენციალური ინფორმაციის გაჟონვის შესაძლო არხების იდენტიფიცირებასა და ლოკალიზაციას;
** გაუწიოს ზედამხედველობა სახელშეკრულებო მუშაობის ჩატარებას ეკონომიკური დანაკარგების თავიდან ასაცილებლად;
** მონაწილეობა მიიღოს შემოწმებაში, განყოფილებებში დარღვევების გამოვლენისა და ამ ფაქტების პრევენციაში;
** დაიცვას შესაბამის ორგანოებში კომპანიის ეკონომიკური ინტერესები;
** შეამოწმოს მიღებული პერსონალის ბიოგრაფიული მონაცემები ნამდვილობა;
** ეკონომიკური უსაფრთხოების დეპარტამენტის თანამშრომლების კვალიფიკაციის უზრუნველყოფა და შენარჩუნება;
** დეპარტამენტისთვის მინიჭებული ქონების უსაფრთხოების უზრუნველყოფა;
** ეკონომიკური უსაფრთხოების დეპარტამენტის თანამშრომლების ხელმძღვანელობა.

სრული განაკვეთი; ორშაბათი-პარასკევი: 09:00-18:00;
ანაზღაურება: კვალიფიკაციის შესაბამისად.

დაინტერესების შემთხვევაში შეგიძლიათ გამოაგზავნოთ რეზიუმე ფოტოსურათით ელ. მისამართზე: hr@ashendi.com, აუცილებლად მიუთითეთ subject-ში "ეკონომიკური უსაფრთხოების უფროსი".

გისურვებთ წარმატებას!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |