www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: საწყობის ოპერატორი
მომწოდებელი: გორგია
გამოქვეყნდა: 5 ნოემბერი / განცხადების ვადა: 19 ნოემბერი

"ბი ემ სი გორგია" ამიერკავკასიაში ყველაზე მსხვილი სამშენებლო სარემონტო მასალების სავაჭრო კომპანიაა, დაარსებული 1998 წელს. "ბი ემ სი გორგიას" მიერ იმპორტირებული საქონლის რეალიზება ხდება საქართველოში, სომხეთში, აზერბაიჯანში, უკრაინასა და ყაზახეთში. "ბი ემ სი გორგია" ბაზარზე წარმოდგენილია ორი შვილობილი ბრენდით: "ჰიპერმარკეტი გორგია" და "გორგია პრემიუმი". ჰიპერმარკეტები წარმოდგენილია თბილისში, ქუთაისში, მარნეულში, თელავში, ზუგდიდსა და ბათუმში.

ჩვენ გთავაზობთ: პატივისცემაზე, პროფესიონალიზმზე და მრავალფეროვნებაზე დამყარებულ სამუშაო გარემოს; ადვილი ადაპტაციისთვის ყველა საჭირო პირობას, კარიერული წინსვლის და დაწინაურების რეალურ შესაძლებლობას.

კომპანია "გორგიას" მუდმივად აქვს მზაობა არსებული ვაკანტური პოზიციები მისივე თანამშრომლებით დააკომპლექტოს, რაც მათ გამოცდილების გაზრდის საშუალებას აძლევს. ჩვენ ვაფასებთ თითოეული თანამშრომლის გამოცდილებას და ჩართულობას კომპანიისთვის მნიშვნელოვან პროცესებში.

"გორგიას" გუნდის წევრები მუდამ მზად არიან გამოწვევებისთვის, რაც მათი პროფესიული უნარ-ჩვევების გაზრდის და საუკეთესო შედეგის გარანტია.

გახდი ჩვენი პოზიტიური და ინოვაციური გუნდის წევრი!

კომპანია "ბი ემ სი გორგია"აცხადებს ვაკანსიას საწყობის ოპერატორის პოზიციაზე.

ლოკაცია: წყალსადენის 7ნ (ტრანსპორტირება უზრუნველყოფილია კომპანიის მიერ)

ძირითადი მოვალეობები:

** პროგრამული დოკუმენტაციის სწორად გაფორმება
** გასავლის ორდერის გაფორმება
** სატრანსპორტო ზედნადების ატვირთვა
** ა/ფაქტურის გადაგზავნა
** კლიენტებთან ანგარიშსწორების უწყისის ნახვა
** საწყობში საქონლის უწყისის ანგარიშგების ცოდნა

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** 1C პროგრამაში მუშაობის გამოცდილება;
** მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება მსგავს პოზიციაზე;
** საოფისე პროგრამების ცოდნა

დაინტერესების შემთხვევაში, გამოაგზავნეთ CV 19 ნოემბრის ჩათვლით, შემდეგ მისამართზე: hrproject1@gorgia.ge

გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.

გისურვებთ წარმატებას!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |