www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: სტაჟირება ხარისხის მართვის მიმართულებით
მომწოდებელი: გორგია
გამოქვეყნდა: 5 ნოემბერი / განცხადების ვადა: 19 ნოემბერი

"ბი ემ სი გორგია" ამიერკავკასიაში ყველაზე მსხვილი სამშენებლო სარემონტო მასალების სავაჭრო კომპანიაა, დაარსებული 1998 წელს. "ბი ემ სი გორგიას" მიერ იმპორტირებული საქონლის რეალიზება ხდება საქართველოში, სომხეთში, აზერბაიჯანში, უკრაინასა და ყაზახეთში. "ბი ემ სი გორგია" ბაზარზე წარმოდგენილია ორი შვილობილი ბრენდით: "ჰიპერმარკეტი გორგია" და "ლუსონი". ჰიპერმარკეტები წარმოდგენილია თბილისში, ქუთაისში, მარნეულში, თელავში, ზუგდიდსა და ბათუმში.

ჩვენ გთავაზობთ:

პატივისცემაზე, პროფესიონალიზმზე და მრავალფეროვნებაზე დამყარებულ სამუშაო გარემოს. ადვილი ადაპტაციისთვის ყველა საჭირო პირობას, კარიერული წინსვლის და დაწინაურების რეალურ შესაძლებლობას.

კომპანია "გორგიას" მუდმივად აქვს მზაობა არსებული ვაკანტური პოზიციები მისივე თანამშრომლებით დააკომპლექტოს, რაც მათ გამოცდილების გაზრდის საშუალებას აძლევს. ჩვენ ვაფასებთ თითოეული თანამშრომლის გამოცდილებას და ჩართულობას კომპანიისთვის მნიშვნელოვან პროცესებში.

"გორგიას" გუნდის წევრები მუდამ მზად არიან გამოწვევებისთვის, რაც მათი პროფესიული უნარ-ჩვევების გაზრდის და საუკეთესო შედეგის გარანტია.

გახდი ჩვენი პოზიტიური და ინოვაციური გუნდის წევრი!

კომპანია "ბი ემ სი გორგია" აცხადებს 3 თვიან ანაზღაურებად სტაჟირებას ხარისხის მართვის მიმართულებით

ძირითადი მოვალეობები:

** მომხმარებელთა მომსახურების პროცესების მეთვალყურეობა
** სამუშაო გარემოს, ინტერიერისა და ექსტერიერის შემოწმება
** თანამშრომელთა მიერ მომსახურების სტანდარტის შესრულების მონიტორინგი
** მომსახურების პროცესში ჩართული თანამშრომლების საჭიროებების გამოვლენა და მხარდაჭერა
** მიმდინარე და დაგეგმილ კვლევებში მონაწილეობა
** მონიტორინგის შედეგად, ანგარიშის მომზადება და ხელმძღვანელისთვის წარდგენა

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება (სასურველია ბიზნესის ადმინისტრირების, სოციოლოგიის მიმართულებით)
** სასურველია, კვლევების ან მომსახურების მონიტორინგის მიმართულებით მუშაობის გამოცდილება
** საოფისე პროგრამების ცოდნა

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** პუნქტუალური
** სიახლეების სწრაფად ათვისების უნარი
** ორგანიზებული
** დეტალებზე ორიენტირებული
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
** გუნდური მუშაობის უნარი

დაინტერესების შემთხვევაში, გამოაგზავნეთ CV 19 ნოემბრის ჩათვლით, შემდეგ მისამართზე: hrproject4@gorgia.ge

გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.

გისურვებთ წარმატებას!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |