www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: უძრავი ქონების აგენტი
მომწოდებელი: Georgia Real Estate
გამოქვეყნდა: 6 ნოემბერი / განცხადების ვადა: 6 დეკემბერი

უძრავი ქონების სააგენტო "Georgia Real Estate" აცხადებს ვაკანსიას უძრავი ქონების აგენტის პოზიციაზე.

ჩვენ გვჭირდება:

ენერგიული, პოზიტიური, მოაზროვნე, კომუნიკაბელური, დაუზარელი, შედეგზე ორიენტირებული, სტრესულ სიტუაციაში მოხერხებული, მოწესრიგებული თანამშრომელი.

ძირითადი მოვალეობები:

** კლიენტებთან მუდმივი კონტაქტი, მომსახურება.
** მოლაპარაკებების, შეხვედრების წარმოება;
** უძრავი ქონების ბაზის მართვა და მუდმივი განახლება;
** გეგმის შესრულება.

ძირითადი მოთხოვნები:

** მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება გაყიდვების სფეროში (სასურველია უძრავი ქონების მიმართულებით).
** უმაღლესი განათლება;
** MS office პროგრამების ცოდნა;
** ინგლისური და რუსული ენების სასაუბრო დონეზე ცოდნა.

ჩვენ გთავაზობთ:

** საინტერესო, დინამიურ, თანამედროვე სამუშაოს;
** მზარდი ანაზღაურების შესაძლებლობას;
** კარიერული წინსვლის შესაძლებლობას;
** სასიამოვნო სამუშაო გარემოს მეგობრულ გუნდთან ერთად.

სამუშაოს ტიპი: სრული განაკვეთი.
ანაზღაურება: 500-დან 700 ლარამდე ფიქსირებული (გამოცდილებიდან გამომდინარე) + ბონუსი გაყიდვებიდან.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ქართულ ენაზე, ფოტოსურათით შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: g.realestate17@gmail.com



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |