www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ლოჯისტიკის სპეციალისტი
მომწოდებელი: ემ ბი სი
გამოქვეყნდა: 6 ნოემბერი / განცხადების ვადა: 5 დეკემბერი

სს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია "ემბისი" აცხადებს ვაკანსიას ლოჯისტიკის სპეციალისტის პოზიციაზე, თბილისში, კომპანიის სათაო ოფისში.

სს "მიკრო ბიზნეს კაპიტალი" 2013 წლიდან ოპერირებს საფინანსო ბაზარზე, კომპანიის მისიაა ფინანსურ მომსახურებაზე წვდომის გამარტივება და ამ გზით ადამიანების ჩართვა ეკონომიკაში, მათზე მორგებული, ხელმისაწვდომი ფინანსური მომსახურების შეთავაზებით. დღესდღეობით კომპანია ემსახურება 11 000 -ზე მეტ მომხმარებელს და წარმოდგენილია ქვეყნის ექვს ქალაქში 12 ფილიალის სახით.

კომპანია "ემბისი" ყველაზე მნიშვნელოვან რესურსად მიიჩნევს ადამიანურ კაპიტალს და უზრუნველყოფს მათ მზარდი ანაზღაურებით, პრემიის გამომუშავების შესაძლებლობით, კარიერული ზრდის პერსპექტივით, ჯანმრთელობის დაზღვევით, შრომის საერთაშორისო სტანდარტების დაცვით და სხვა ბენეფიტებით.

ძირითადი მოვალეობები:

** სერვის ცენტრების გარეგანი იერსახის მოწესრიგება მისოში არსებული სტანდარტების შესაბამისად;
** ახალი ოფისების გახსნისთვის საჭირო სამუშაოების დაგეგმვა და განხორციელება;
** სარემონტო სამუშაოების ორგანიზება, მართვა და მონიტორინგი;
** მწარმოებლების, შემკეთებლების და რეალიზატორების მოძიება, პირობების შეთანხმება და მათთან კონტაქტების დამყარება;
** სამუშაო გეგმით გათვალისწინებული საკითხების დროულად და ხარისხიანად შესრულება;
** მომწოდებელთა ბაზის შესწავლა, შესყიდვების პროცესების წარმართვა;
** მარეგულირებელ ორგანოებთან ურთიერთობა ოფისების გარეგან იერსახესთან დაკავშირებული პროექტების განსახორციელებლად საჭირო ნებართვების აღებისა და ტექნიკური პირობების შეთანხმების მიზნით;
** ლოჯისტიკის განყოფილების მასშტაბით არსებულ პროექტებში ჩართულობა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება (სასურველია საფინანსო/საბანკო სექტორში);
** საოფისე პროგრამების ცოდნა;
** გუნდური მუშაობის და დაძაბულ რეჟიმში მუშაობის უნარი;
** ანალიტიკური აზროვნება, გადაწყვეტილებების დამოუკიდებლად მიღების უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** კეთილსინდისიერი, მოტივირებული, შრომისმოყვარე, ორგანიზებული.

განაცხადის შემოტანის ბოლო ვადაა 2019 წლის 5 დეკემბრის 17:00 საათი, კანდიდატებს დავუკავშირდებით ვადის დასრულებამდეც, შესაბამისად უპირატესობა მიენიჭება ადრე შემოსულ განაცხადებს.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ ეწვიოთ მითითებულ ბმულს https://bit.ly/2Kf8oKJ და შესაბამისი ვაკანსიის გვერდზე ატვირთოთ თქვენი რეზიუმე/CV ან LinkedIn-ის URL ბმული.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |