www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: გრაფიკული დიზაინერი
მომწოდებელი: ჯეო-გლასს
გამოქვეყნდა: 6 ნოემბერი / განცხადების ვადა: 5 დეკემბერი

კომპანია "ჯეო-გლასს"-ი საქართველოს ბაზარზე ოპერირებს 2009 წლიდან, კომპანიის საქმიანობას წარმოადგენს მინისა და ალუმინის წარმოება, რეალიზაცია, პროექტების დაგეგმვა და შესრულება.

კომპანია "ჯეო-გლასს"-ი აცხადებს ვაკანსიას გრაფიკული დიზაინერის პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები:

** ვებ მასალების დამზადება;
** სოციალური მედიის ვიზუალის დამზადება;
** ფლაერების, ბუკლეტების და სხვა საპრომოციო მასალების დამზადება;
** საპროექტო ფოტომონტაჟების დამზადება;
** მარტივი ვიდეოების დამზადება, გადაღებებზე მონაწილეობის მიღება;
** შესრულებული პროექტების ფოტოების დამუშავება, ფოტოგადაღებებზე მონაწილეობის მიღება;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** Adobe Illustrator, Adobe Photoshop,
** Adobe Premier pro, -პროგრამების ცოდნა აუცილებელია

სახელფასო ანაზღაურება: ფიქსირებული (გამოცდილების მიხედვით)
ლოკაცია: ქ. თბილისი; პეკინის 4ა.
სამუშაო გრაფიკი-ნახევარი განაკვეთი, (შესაძლებელი იქნება სწავლისა და მუშაობის ერთმანეთთან შეთავსება)

პირველი ეტაპი: რეზიუმეს და პორტფოლიოს გადარჩევა
მეორე ეტაპი: მცირე დავალება
მესამე ეტაპი: გასაუბრება.

ჩვენ გთავაზობთ:

** კომფორტულ სამუშაო გარემოს და მეგობრულ გუნდს.
** წინსვლისა და განვითარების შესაძლებლობას.
** კორპორატიული ჯანმრთელობის დაზღვევის პაკეტს.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე (სასურველია ფოტოსურათით) და პორტფოლიო შემდეგ მისამართზე: hr@geoglass.ge და სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება. (გრაფიკული დიზაინერი).

განცხადების მიღების ბოლო ვადაა 2019 წლის 05 დეკემბერი.

გისურვებთ წარმატებას!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |