www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: მოლარე-კონსულტანტი
მომწოდებელი: ჰოპ-ჰოპი
გამოქვეყნდა: 6 ნოემბერი / განცხადების ვადა: 6 დეკემბერი

ქალის კოსმეტიკისა და აქსესუარების მაღაზია "ჰოპ-ჰოპი" აცხადებს ვაკანსიას მოლარე-კონსულტანტის პოზიციაზე.

მოვალეობები:

** პროდუქციის დახლებზე განთავსება მისი მუდმივი შევსება და კონტროლი;
** მომხმარებლისათვის განთავსებული პროდუქციის შესახებ კონსულტაციის გაწევა;
** სალაროში არსებული ნაღდი ფულის კონტროლი;
** მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით ხელმძღვანელთან მუდმივი კომუნიკაცია
** მაღაზიის სისუფთავეზე ზრუნვა
** გაყიდვასთან დაკავშირებული ყველა სხვა მოვალეობა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** საოფისე პროგრამების ცოდნა მომხმარებლის დონეზე;
** სასურველია რუსული და ინგლისური ენების საბაზისო ცოდნა.
** სასურველია ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება.

პიროვნული მახასიათებლები:

** კომუნიკაბელური;
** გაწონასწორებული, თავაზიანი;
** შრომისმოყვარე და ენერგიული;
** მოტივირებული და ორგანიზებული;
** დისციპლინირებული;
** პასუხისმგებლობის მქონე.

სამუშაო გრაფიკი: სამშაბათი-კვირა 12:00-20:00, ორშაბათი დასვენების დღე. განიხილება როგორც ნახევარ განაკვეთზე ასევე სრული განაკვეთით მუშაობა კანდიდატთან შეთანხმებით.

ანაზღაურება ნახევარ განაკვეთზე 200 ლარი, სრულ განაკვეთზე 400 ლარი.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოგვიგზავნოთ რეზიუმე ფოტო სურათთან ერთად: quickfancyeffect@gmail.com



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |