www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ტენდერი სამშენებლო სამუშაოებზე
მომწოდებელი: ლტოლვილთა დანიის საბჭო
გამოქვეყნდა: 7 ნოემბერი / განცხადების ვადა: 22 ნოემბერი

"ლტოლვილთა დანიის საბჭო" (DRC - Danish Refugee Council) იწვევს დაინტერესებულ კომპანიებს მიიღონ მონაწილეობა ტენდერში და წარმოადგინონ ფასის შეთავაზებები ხონის მუნიციპალიტეტში სათემო განათლების ცენტრის მშენებლობისთვის (საკადასტრო კოდი: 37.07.38.610).

აღნიშნული ტენდერი ცხადდება 2019 წლის იანვარში ლტოლვილთა დანიის საბჭოსა და KfW თანამშრომლობით განხორციელებული "ეკონომიკური მონაწილეობა, საცხოვრებელი და სოციალური ინფრასტრუქტურა დევნილთა და მასპინძელი თემებისთვის" პროექტის ფარგლებში.

მოწვეული კომპანიები: საქართველოში იურიდიულად რეგისტრირებული ადგილობრივი სამშენებლო კომპანიები
ტენდერის დასახელება: ხონის მუნიციპალიტეტში სათემო განათლების ცენტრის მშენებლობა
წინადადებების წარდგენის საბოლოო ვადა: 22 ნოემბერი, 2019 წ., 17:00.
მისამართი: "ლტოლვილთა დანიის საბჭო" (DRC - Danish Refugee Council) დასავლეთ საქართველოს ოფისი, ზუგდიდი, 8 მარტის ქუჩა #1

გთხოვთ იხილოთ ყველა სატენდერო მასალა შემდეგ ლინკზე: https://drive.google.com/drive/folders/1ifglihCjAQU1_kNfQAaAyddc1405rQiN

გთხოვთ, ყურადღებით გაეცნოთ მოწვევის წერილს და ტენდერის ფაილს. ლინკი მოიცავს მოწვევას ქართულ და ინგლისურ ენებზე, ისევე, როგორც ტენდერის სრულ დოსიეს ქართულ და ინგლისურ ენებზე. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ქართული თარგმანები წარმოადგენს ინფორმაციულ ხასიათს და შესაბამისად ტენდერი ივსება ინგლისურ ტენდერის ფაილში და ყველა დოკუმენტაცია მოწოდებული უნდა იყოს ინგლისურ ენაზე, გარდა იმ დოკუმენტებისა რაც აღნიშნულია მოწვევაში რომ შეიძლება იყოს წარმოდგენილი ქართულად. თუ აღმოჩენილი იქნება განსხვავებები ქართულ და ინგლისურ ენებს შორის, უპირატესობა ენიჭება ინგლისურ დოკუმენტაციას.

ასევე, გთხოვთ, ყურადღება მიაქციოთ ტენდერში მონაწილების წესებს და დოკუმენტაციის ჩაბარების რეგულაციებს, კერძოდ, წინადადებები უნდა იქნეს მოთავსებული 2 დალუქულ შიდა კონვერტში, რომლებიც აღინიშნება როგორც ორიგინალი და ასლები (ერთი ორიგინალი და ერთი ასლი) და ეს ორი შიდა კონვერტი განთავსდება ერთ დიდ გარე კონვერტში, სატენდერო ფორმის 14-ე მუხლის შესაბამისად. ყველა კონვერტში უნდა იყოს მითითებული კომპანიის სახელწოდება (სახელი, მისამართი) და ტენდერის ნომერი. ტენდერი უნდა ჩაბარდეს ხელით ან ფოსტის მეშვეობით ზემოთ მითითებულ მისამართზე.

გაითვალისწინეთ, რომ ხარჯთაღრიცხვა-BoQ (მე-8 ნაწილი, რომელსაც თან ერთვის ტენდერის დოკუმენტს) უნდა იყოს წარმოდგენილი ლარში, დღგ-ს ჩათვლით. გარდა ზემოაღნიშნული მოთხოვნებისა საპროექტო წინადადებების წარდგენის შესახებ, რომელიც წარმოდგენილია პუნქტში "ინსტრუქციები მონაწილეებისათვის", მონაწილეებმა ასევე უნდა გაგზავნონ DRC ელ-ფოსტაზე procurement.WG@drc-sc.org ხარჯთაღრიცხვის ელექტრონული ვერსიები ექსელის ფორმატში, წინადადების წარდგენის საბოლოო ვადამდე მითითებული ზემოთ.

ნებისმიერი შეკითხვა ტენდერთან დაკავშირებით უნდა შეავსოთ თანდართული სატენდერო წინადადების კითხვა-პასუხის (Q&A) ფორმაში (იხ. დანართი 4) და გამოაგზავნოთ DRC-ის შემდეგ ელექტრონულ ფოსტაზე: procurement.WG@drc-sc.org 2019 წლის 15 ნოემბრამდე.

ყველა დაინტერესებული პრეტენდენტისთვის კითხვა-პასუხების სესია ჩატარდება 2019 წლის 18 ნოემბერს, 12:00 საათზე DRC-ს დასავლეთ საქართველოს ოფისში მისამართზე: 8 მარტის ქ. #1, ზუგდიდი. ასევე შეიძლება მონაწილეობა Skype-ით.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |