www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ჭურჭლის მრეცხავი
მომწოდებელი: შემოიხედე მარჯანიშვილზე
გამოქვეყნდა: 7 ნოემბერი / განცხადების ვადა: 7 დეკემბერი

სს "კრედო ბანკი" წარმატებით ფუნქციონირებს საქართველოს 11 რეგიონში. კომპანიის მთავარი მიზანია საქართველოში მცირე და მიკრო ბიზნესის განვითარება და გაფართოება, მიკრო სესხების გაცემის გზით. "კრედო" სწრაფად მზარდი ორგანიზაციაა, რომელიც აძლევს თავის თანამშრომლებს კარიერული განვითარებისა და პიროვნული ზრდის საშუალებას.

ჩვენ გთავაზობთ:

** პროფესიული განვითარებისა და თვითრეალიზაციის შესაძლებლობას;
** სასიამოვნო სამუშაო გარემოს;
** ინოვაციებზე ორიენტირებულ გარემოში მუშაობის შესაძლებლობას;
** ჯანმრთელობის დაზღვევა;
** პროფესიული ტრენინგები.

პოზიცია: ქოლ-ცენტრის ოპერატორი

სამუშაო ადგილი: თბილისი, სათავო ოფისი (თაბუკაშვილის ქ. #27)
სამუშაო დრო: მცოცავი გრაფიკი (5 თვეში 1 თვე ღამის ცვლა)

პოზიციის მიზანი:

ქოლ-ცენტრის ოპერატორი უზრუნველყოფს ორგანიზაციის პოტენციური მომხმარებლებისათვის მაღალი ხარისხის სატელეფონო მომსახურებას, მათი მაქსიმალური კმაყოფილების მიზნით, ახდენს კომპანიის ცნობადობის, ეფექტურობის და პროდუქტიულობის ზრდას და ეხმარება კომპანიას, გაზარდოს ლოიალურობის დონე.

გვაჩვენე მოტივაცია, გაიარე შერჩევის ეტაპები, იყავი წარმატებული შენს საქმეში და გახდი პროფესიონალი საბანკო ინდუსტრიაში.
#გახდიკრედოელი

ძირითადი პასუხისმგებლობა:

** შემოსული ზარების მიღება/დამუშავება და მომხმარებელთა მომსახურება სტანდარტების დაცვით;
** განაცხადების დარეგისტრირება;
** მომხმარებლებისათვის ინფორმაციის სრულყოფილად მიწოდება და კონსულტირება ბანკის პროდუქტების, პირობების, სერვისებისა და პროცედურების შესახებ;
** მომხმარებელთა მომსახურება ონლაინ ჩატის და სოციალური ქსელის მეშვეობით;
** მარკეტინგული კვლევების ხარისხიანად შესრულება და მენეჯერისთვის მიწოდება დადგენილ ვადებში;
** უკმაყოფილო მომხმარებლის მომართვის შემთხვევაში დროული რეაგირება და დახმარების გაწევა, კომპეტენციის ფარგლებში.

ცოდნა, კვალიფიკაცია და უნარები:

შემდეგი ცოდნა, კვალიფიკაცია და უნარები შეიძლება, მიღებულ იქნას ფორმალური განათლების, თვითსწავლების, გამოცდილების ან პრაქტიკანტობის გზით:

** უმაღლესი განათლება;
** სასურველია ქოლ-ცენტრში, ან საბანკო სისტემაში კლიენტთა მომსახურების სფეროში სამუშაო გამოცდილება;
** რუსული ენის ცოდნა (სავალდებულოა სასაუბრო დონეზე);
** დახვეწილი კომუნიკაციისა და მეტყველების უნარი;
** სასიამოვნო ხმის ტემბრი;
** სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი;
** ძლიერი ადმინისტრაციული უნარ-ჩვევები;
** მომხმარებელზე ორიენტირებული პიროვნება;
** პასუხისმგებლობისა და კორექტულობის მაღალი დონე;
** გუნდში ნაყოფიერად მუშაობის უნარი და სურვილი;
** აქტიური და ყურადღებიანი.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოგზავნოთ CV შემდეგ ელფოსტაზე: cv@credo.ge და სათაურის ველში მიუთითოთ "ქოლ-ცენტრის ოპერატორი".

განცხადების მიღების ბოლო ვადაა 21 ნოემბერი, 2019 წ.

შენიშვნა: თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე ან დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა შენახულ იქნას 1 წლის განმავლობაში. იმ შემთხვევაში, თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.

#გახდიკრედოელი



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |