www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: გარემოს დაცვის სპეციალისტი
მომწოდებელი: ჰაიდელბერგცემენტი
გამოქვეყნდა: 7 ნოემბერი / განცხადების ვადა: 30 ნოემბერი

შპს "ჰაიდელბერგცემენტ ჯორჯია", "ჰაიდელბერგცემენტ ჯგუფის" წევრი კომპანია ცემენტის წარმოების დარგში, აცხადებს ვაკანსიას გარემოს დაცვის სპეციალისტის თანამდებობაზე.

ადგილმდებარეობა: თბილისი, ხშირი მივლინება რუსთავში (ცემენტის ქარხანა)

ძირითადი მოვალეობები:

** ცემენტის ქარხანის საქმიანობის საქართველოს გარემოსდაცვით კანონმდებლობასთან და ჰაიდელბერგცემენტ ჯგუფის გარემოსდაცვით რეგულაციებისა და სტანდარტებთან შესაბამისობის უზრუნველყოფა;
** ყველა გარემოს დაცვასთან დაკავშირებული საკითხების კოორდინირება (ჰაერის დაბინძურების კონტროლი, ნარჩენების მართვა, ბიომრავალფეროვნება და სხვ.);
** გარემოს დაცვის მართვის სისტემის დანერგვაში მონაწილეობის მიღება;
** ქარხნის პერსონალის ცნობიერების ამაღლება არსებულ გარემოსდაცვით საკითხებსა და მომავალ გამოწვევებზე;
** გარემოსდაცვითი ჩანაწერების წარმოების კონტროლი.
** საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარ-ჩვევები:
** უმაღლესი განათლება გარემოს დაცვის, ეკოლოგიის ან ბუნებრივი რესურსების მართვის მიმართულებით, მაგისტრის ხარისხის მქონე კანდიდატებს მიენიჭებათ უპირატესობა;
** სასურველია სამუშაო გამოცდილება იგივე მიმართულებით;
** ქართული და ინგლისური ენების თავისუფლად ფლობა;
** სასურველია რუსული ენის ცოდნა;
** MS Office პროგრამების ცოდნა;
** გარემოს დაცვის სფეროში განვითარებაზე ორიენტირებული;
** შრომისმოყვარე, ენერგიული, მოტივირებული და ორგანიზებული;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** დატვირთულ რეჟიმში მუშაობის უნარი.

თუ თქვენი პროფილი შეესაბამება ჩვენი ვაკანსიის საკვალიფიკაციო მოთხოვნებს, გამოგზავნეთ სააპლიკაციო ფორმა შემდეგ მისამართზე: vacancy@heidelbergcement.ge

დოკუმენტაციის წარმოდგენის ბოლო ვადაა: 30 ნოემბერი 2019.

ჰაიდელბერგცემენტ ჯგუფი მსოფლიოს მასშტაბით სამშენებლო მასალების ერთ-ერთი უმსხვილესი მწარმოებელია, რომელსაც მოწინავე პოზიცია უკავია ინერტული მასალების, ცემენტის და ბეტონის წარმოების საერთაშორისო ბაზარზე. კომპანიის კუთვნილ 3000 საწარმოში, რომლებიც მსოფლიოს 60 ქვეყანაშია განთავსებული, 63000 თანამშრომელია დასაქმებული.

2006 წლის ბოლოს "ჰაიდელბერგცემენტმა" განახორციელა პირველი ინვესტიცია კავკასიის რეგიონში, შეიძინა რა აქციები საქართველოში ცემენტის წარმოების წამყვან კომპანიებში (შპს "საქცემენტის" რუსთავისა და კასპის ცემენტის ქარხნები, შპს "ქართული ცემენტი"). ჰაიდელბერგცემენტ საქართველო ჰაიდელბერგცემენტის საერთაშორისო ჯგუფის შვილობილი კომპანიაა, რომელიც ამჟამად ახორციელებს ცემენტისა და ბეტონის წარმოებას. იგი ფლობს 4 ცემენტის და 13 ბეტონის მწარმოებელ ქარხანას ქვეყნის ტერიტორიაზე. კომპანიას უკავია წამყვანი პოზიციები ადგილობრივ ბაზარზე ცემენტისა და ბეტონის წარმოების დარგში.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |