www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: აკადემიური თანამდებობები - მედიცინა
მომწოდებელი: ღია სასწავლო უნივერსიტეტი
გამოქვეყნდა: 7 ნოემბერი / განცხადების ვადა: 13 დეკემბერი

თბილისის ღია სასწავლო უნივერსიტეტი აცხადებს კონკურსს აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად.

დეტალური სფერო: მედიცინა
პროფესორი - 2 საშტატო ერთეული
ასოცირებული პროფესორი - 4 საშტატო ერთეული
ასისტენტ-პროფესორი - 3 საშტატო ერთეული
ასისტენტი - 4 საშტატო ერთეული

ინფორმაცია კონკურსში მონაწილე კანდიდატებისთვის:

1. პროფესორის თანამდებობაზე შეიძლება არჩეულ იქნეს დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირი, რომელსაც აქვს სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის არანაკლებ 6 წლის გამოცდილება. იგი თანამდებობაზე აირჩევა 5 წლის ვადით. კლინიკურ დისციპლინებზე დამატებით - ბოლო 9 წელი კლინიკური გამოცდილება; შესაბამისი სპეციალობის სერტიფიკატი. ინგლისური ენის ცოდნა სავალდებულოა აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად.

2. ასოცირებული პროფესორის თანამდებობაზე შეიძლება არჩეულ იქნეს დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირი, რომელსაც აქვს სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის არანაკლებ 3 წლის გამოცდილება. იგი თანამდებობაზე აირჩევა 3 წლის ვადით. კლინიკურ დისციპლინებზე დამატებით - ბოლო 5 წელი კლინიკური გამოცდილება; შესაბამისი სპეციალობის სერტიფიკატი. ინგლისური ენის ცოდნა სავალდებულოა აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად

3. ასისტენტ-პროფესორის თანამდებობაზე შეიძლება არჩეულ იქნეს დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირი, რომელიც თანამდებობაზე აირჩევა 3 წლის ვადით. კლინიკურ დისციპლინებზე დამატებით - ბოლო 5 წელი კლინიკური გამოცდილება; შესაბამისი სპეციალობის სერტიფიკატი. ინგლისური ენის ცოდნა სავალდებულოა აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად

4. ასისტენტის თანამდებობაზე შეიძლება არჩეულ იქნეს დოქტორანტი. ინგლისური ენის ცოდნა სავალდებულოა აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად

უნივერსიტეტი უფლებამოსილია აკადემიურ თანამდებობაზე აირჩიოს პროფესიული ნიშნით კვალიფიციური პერსონალი. ამ შემთხვევაში პირის კვალიფიკაცია შეიძლება დასტურდებოდეს პროფესიული გამოცდილებით, სპეციალური მომზადებით ან/და პუბლიკაციებით. შესაბამისი კვალიფიკაციის მქონედ ითვლება პირი, რომელსაც აქვს პროგრამით გათვალისწინებული სწავლის შედეგების გამომუშავებისათვის აუცილებელი კომპეტენცია.

კონკურსანტებმა უნდა წარმოადგინონ:

** განცხადება საკონკურსო კომისიის სახელზე;
** რეზიუმე (CV) - დადასტურებული ხელმოწერით;
** პირადობის მოწმობის ასლი;
** კვალიფიკაციისა დამადასტურებელი დოკუმენტაციის ასლები;
** სამეცნიერო შრომების ჩამონათვალი (ბოლო 10 წლის განმავლობაში, წლების მითითებით) და დამადასტურებელი ინფორმაცია ელექტრონული სახით;
** შესაბამის სფეროში სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის დამადასტურებელი ინფორმაცია (თუ არ არის მითითებული რეზიუმეში);
** სადისერტაციო თემის შესახებ ინფორმაცია (თემის სათაური, მიმართულება, დარგი - თუ არ არის მითითებული რეზიუმეში);
** არჩეული სასწავლო კურსის სილაბუსი.

საკონკურსო დოკუმენტების მიღება იწარმოებს 2019 წლის 9 დეკემბრიდან 13 დეკემბრის ჩათვლით, შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: info@openuni.edu.ge. სათაურის ველში მიუთითეთ "კონკურსი აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად". განაცხადი ასევე მიიღება თბილისის ღია სასწავლო უნივერსიტეტში, უნივერსიტეტის ქ. #2 , მე-3 სართული, ოთახი #301 (კანცელარია).

კონკურსი ჩატარდება ორ ეტაპად:

** კონკურსანტის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციის გაცნობა/შესწავლა
** გასაუბრება.

გასაუბრება ჩატარდება 2019 წლის 17 და 18 დეკემბერს.
საბოლოო შედეგები გამოცხადდება 2019 წლის 20 დეკემბერს.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |