www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: კონსულტანტი
მომწოდებელი: მოკასინი
გამოქვეყნდა: 7 ნოემბერი / განცხადების ვადა: 7 დეკემბერი

ევროპული ფეხსაცმლის მაღაზია "მოკასინი" აცხადებს ვაკანსიას კონსულტანტის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: თბილისი, საბურთალო, პეკინის ქუჩა.

"მოკასინი" სთავაზობს მომხმარებელს მაღალი ხარისხის, ნატურალური ტყავის, სპორტულ და კლასიკურ ფეხსაცმელს იტალიიდან, ესპანეთიდან და პორტუგალიიდან.

იხილეთ მეტი ბმულზე: https://www.facebook.com/MoccasinGeorgia/

მოვალეობები:

** მომხმარებლისთვის დახმარების გაწევა მომსახურების სტანდარტების დაცვით და სრულყოფილი ინფორმაციის მიწოდება პროდუქციაზე
** მაღაზიაში არსებული პროდუქციის ასორტიმენტის საფუძვლიანი შესწავლა
** თაროებზე პროდუქციის მოწესრიგებულ მდგომარეობაში ქონა
** მომხმარებლის პერიოდული გამოკითხვა მათი მოთხოვნებისა და პროდუქციისადმი დამოკიდებულებების შესასწავლად
** მიმდინარე ფასდაკლებებისა და ღონისძიებების შესახებ მომხმარებლის ინფორმირება
** ხარვეზების შესახებ მაღაზიის მენეჯერის დროული ინფორმირება.

მოთხოვნები:

** სასურველია საცალო ვაჭრობის სფეროში მუშაობის გამოცდილება (ფეხსაცმლის, ტანსაცმლის, კოსმეტიკის ან აქსესუარების სფერო)
** სავალდებულოა უცხო ენის ცოდნა (ინგლისური ან/და რუსული)
** მოწესრიგებულობა
** თავაზიანობა
** პუნქტუალობა
** მომხმარებლის მიმართ კეთილგანწყობა
** ხარისხიან მომსახურეობაზე და გაყიდვებზე ფოკუსირება.

ანაზღაურება: თვიური ხელფასი + % რეალიზაციიდან.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV ფოტო სურათით, ელექტრონულ მისამართზე: mymoccasin@gmail.com



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |