www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: კანალიზაციის ხელოსანი
მომწოდებელი: მისტერ მასტერი
გამოქვეყნდა: 7 ნოემბერი / განცხადების ვადა: 7 დეკემბერი

კომპანია "მისტერ მასტერი" აცხადებს ვაკანსიას კანალიზაციის ხელოსნის პოზიციაზე.

აუცილებელი მოთხოვნები:

** საკანალიზაციო გაყვანილობის პრინციპების ცოდნა;
** კანალიზაციის საწმენდი მექანიკური და ელექტრო ინსტრუმენტების ქონა;
** მართვის მოწმობის "B" - კატეგორია;
** საკუთარი ავტომობილის ქონა;

ზოგადი მოთხოვნები:

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** პუნქტუალურობა;
** მომხმარებელზე და მომსახურებაზე ორიენტირება;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** თავაზიანობა /კოლეგიალურობა;

კანალიზაციის ხელოსნის ძირითადი სამუშაო სპეციფიკა:

** შიდა გაჭედილობის გაწმენდა;
** ცენტრალური მილის გაჭედილობის გაწმენდა - მილდგარის (ე.წ. სტაიაკის)/ლეჟაკის;
** ჭამდე და ჭებს შორის არსებული გაჭედილობის გაწმენდა;

ჩვენ გთავაზობთ:

** ხელზე ასაღებ ანაზღაურებას 2500 - 4000 ლარს;
** ჯანმრთელობის დაზღვევას;

თუ თვლით, რომ თქვენი გამოცდილება შეესაბამება სამუშაოს სპეციფიკას, გამოგვიზავნეთ რეზიუმე მისამართზე HR@mrmaster.ge (სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება) ან დაგვიკავშირდით კომპანიის ცხელ ხაზზე 09:00 საათიდან 21:00 საათამდე - (032) 2 404 404.

ჩვენი მისამართია: ვაკე-საბურთალოს რაიონი, ანნა პოლიტკოვსკაიას (ყოფილი ჯიქიას ქ.) ქუჩა #6

"მისტერ მასტერის" საქმიანობის შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ვებ-გვერდს: http://mrmaster.ge

"მისტერ მასტერი" მადლობას გიხდით დაინტერესებისთვის და წარმატებებს გისურვებთ!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |