www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ბუღალტერ-ოპერატორი
მომწოდებელი: სანტე ჯი-ემ-თი პროდუქტები
გამოქვეყნდა: 7 ნოემბერი / განცხადების ვადა: 25 ნოემბერი

კომპანია "სანტე ჯი-ემ-თი პროდუქტები" (2016 წლიდან "ლაქტალისის" ჯგუფის წევრი - lactalis.com) ქართულ ბაზარზე 1997 წლიდან არის წარმოდგენილი და თანამედროვე დონეზე აღჭურვილი და გამართული რძის პროდუქტების პირველი მწარმოებელი კომპანიაა, რომელიც ითვალისწინებს მაღალი ხარისხისადმი მომხმარებლის სწრაფვას და თანამედროვე სადისტრიბუციო ქსელის მეშვეობით ახდენს რძის პროდუქტების სწრაფ და შეუფერხებელ მიწოდებას.

"სანტე ჯი-ემ-თი პროდუქტები" აცხადებს ვაკანსიას ბუღალტერ-ოპერატორის თანამდებობაზე.

ადგილმდებარეობა: თბილისი.
გრაფიკი: 5 დღიანი სამუშაო კვირა.
ანაზღაურება: 800 ლარი (ხელზე ასაღები).

ფუნქციები:

** დებიტორებთან შედარების წარმოება და კონტროლი;
** უშუალო ხელმძღვანელის სხვა დავალებების შესრულება.

მოთხოვნები:

** საოფისე პროგრამების ფლობა;
** ბუღალტრის ასისტენტად ან ოპერატორად მუშაობის გამოცდილება;
** საბუღალტრო პროგრამასთან მუშაობის გამოცდილება.
** 1C პროგრამის ცოდნა (აუცილებელი).

პიროვნული თვისებები:

** დეტალებისადმი ყურადღებიანი;
** ანალიზის კარგი უნარი;
** ძლიერი პასუხისმგებლობის გრძნობა;
** გუნდური მუშაობის უნარი.

დაინტერესებულმა პირებმა უნდა წარმოადგინონ CV ელ-ფოსტაზე: hr@sante.ge 2019 წლის 25 ნოემბრამდე. გთხოვთ, ელექტრონული წერილის თემის გრაფაში მიუთითოთ პოზიციის სახელწოდება - "ბუღალტერ-ოპერატორი", წინააღმდეგ შემთხვევაში კანდიდატურა არ განიხილება.

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

"სანტე ჯი-ემ-თი პროდუქტები" გისურვებთ წარმატებას!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |