www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: გაყიდვების აგენტი
მომწოდებელი: ბეიბი ლაინი
გამოქვეყნდა: 7 ნოემბერი / განცხადების ვადა: 5 დეკემბერი

სადისტრიბუციო კომპანია "ბეიბი ლაინ"-ის პროფილს წარმოადგენს ბავშვთა მოვლისა და ჰიგიენის საგნების იმპორტი და დისტრიბუცია საქართველოს, სომხეთისა და აზერბაიჯანის ტერიტორიაზე.

სადისტრიბუციო კომპანია შპს "ბეიბი ლაინი" აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების აგენტის პოზიციაზე ქალაქ ქუთაისში.

გაყიდვების აგენტის ძირითადი მოვალეობები:

** ათვისებული სადისტრიბუციო ქსელის შემოვლა წინასწარ განსაზღვრული გრაფიკის მიხედვით
** არსებული ქსელის უზრუნველყოფა პროდუქციით და პოტენციურ კლიენტთა მოძიება/ინფორმირება
** სიახლეების, აქციებისა და სხვა აქტივობების შეთავაზება არსებული და პოტენციური კლიენტებისთვის
** შეკვეთების აღება და პროგრამული ასახვა
** პროდუქციის განლაგება თაროზე განსაზღვრული სტანდარტის შესაბამისად
** გაყიდვების მასტიმულირებელი ღონისძიებების განხორციელება
** საჭირო დოკუმენტაციის წარმოება, სალარო ოპერაციების განხორციელება

აუცილებელი მოთხოვნები:

** სამუშაო გამოცდილება გაყიდვების სფეროში;
** B კატეგორიის მართვის მოწმობა;
** საკუთარი ავტომობილის ფლობა;
** ფინანსური პასუხისმგებლობის უძრავი ქონებით უზრუნველყოფა.

პირობები:

ანაზღაურება: ფიქსირებული + ბონუს სისტემა
სამუშაო განაკვეთი: სრული
ადგილმდებარეობა: ქ. ქუთაისი

დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ რეზიუმე ფოტოსურათით მისამართზე: vacancy@babyline.ge და გთხოვთ, საგნის ველში ("subject") მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - "გაყიდვების აგენტი" წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი რეზიუმე არ განიხილება.

განცხადების შემოტანის ბოლო ვადაა 2019 წლის 05 დეკემბერი.

შპს "ბეიბი ლაინი" გისურვებთ წარმატებას!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |