www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ხარისხის სამსახურის უფროსი
მომწოდებელი: ევროპის უნივერსიტეტი
გამოქვეყნდა: 7 ნოემბერი / განცხადების ვადა: 20 ნოემბერი

შპს "ევროპის უნივერსიტეტი" (http://www.eu.edu.ge) ევროპულ ღირებულებებზე დაფუძნებული, მდგრად განვითარებაზე ორიენტირებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებაა. უნივერსიტეტში გელოდებათ ღია აკადემიური სივრცე, რომელიც ავითარებს თანამედროვე, კარგად აღჭურვილ, კომფორტულ სამუშაო ინფრასტრუქტურას, ინარჩუნებს ფინანსურ მდგრადობას, იზიდავს და ეფექტიანად მართავს მაღალკვალიფიციურ ადამიანურ რესურსებს, ხელს უწყობს მათ პროფესიულ განვითარებასა და თვითრეალიზებას.

"ევროპის უნივერსიტეტი" აცხადებს ვაკანსიას ხარისხის სამსახურის უფროსის პოზიციაზე.

თანამდებობრივი სარგო: 3800 ლარი (დარიცხვით)
ადგილების რაოდენობა: 1
სამსახურის ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, 0141, გურამიშვილის გამზ. 76
სამუშაოს ტიპი: სრული განაკვეთი
გამოსაცდელი პერიოდი: 6 თვე

ძირითადი მოვალეობები:

** სამსახურის საქმიანობის საერთო ხელმძღვანელობა და დებულებით გათვალისწინებული უფლებამოსილების განხორციელებისა და დაკისრებული ამოცანების შესრულების უზრუნველყოფა;
** შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებთან ერთად, უნივერსიტეტის საქმიანობის, მათ შორის სასწავლო და სამეცნიერო-კვლევითი მუშაობის, ასევე აკადემიური და მოწვეული პერსონალის საქმიანობის ხარისხის შეფასების ეფექტიანი და გამჭვირვალე მექანიზმების შექმნა და განხორციელება;
** აკადემიური და მოწვეული პერსონალის პროფესიული განვითარების საჭიროებების გამოვლენის მიზნით, ადამიანური რესურსების მართვის სამსახურისთვის წინადადებების წარდგენა;
** განხორციელებული ხარისხის შეფასებების შედეგად, უნივერსიტეტის საქმიანობის ხარისხის გაუმჯობესებისა და ავტორიზაცია/აკრედიტაციის სტანდარტებთან შესაბამისობის მიზნით, წინადადებების შემუშავება და სხვადასხვა სტრუქტურული ერთეულისათვის წარდგენა;
** საგანმანათლებლო პროგრამების პერიოდული შეფასების მეთოდოლოგიის განსაზღვრა, მისი განხორციელების ზედამხედველობა და წინადადებების შემუშავება;
** შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებთან თანამშრომლობით, ავტორიზაციისა და აკრედიტაციის პროცესებისათვის თვითშეფასების მომზადება;
** პლაგიატის აღმოჩენისა და თავიდან აცილების მექანიზმების შემუშავებაში მონაწილეობა, მისი ეფექტიანად განხორციელების შეფასება და შესაბამისი სტრუქტურული ერთეულებისთვის წინადადებების წარდგენა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება; მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი;
** 5 წლიანი სამუშაო გამოცდილება (განათლების სფეროში ხარისხის უზრუნველყოფის მიმართულებით მუშაობის არანაკლებ ორწლიანი გამოცდილება და ხელმძღვანელ თანამდებობაზე მუშაობის არანაკლებ 3 წლიანი გამოცდილება);
** MS Office (Word ძალიან კარგი, Excel კარგი, PPT-ძალიან კარგი);
** ინგლისური ან/და ერთ-ერთი ევროპული ენა - საშუალოდ (მეტყველება, წერა).

პიროვნული და პროფესიული უნარ-ჩვევები:

** დაგეგმვისა და მართვის უნარი;
** ლოგიკური და ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** მოლაპარაკების წარმოების უნარი;
** დროის ეფექტურად მართვის უნარი;
** გამართული ვერბალური და წერილობითი კომუნიკაციის უნარი;
** ორგანიზებულობა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** გუნდური მუშაობის უნარი და კოლეგიალურობა;
** მაღალი სამუშაო აქტივობა;
** სამუშაოსთან დაკავშირებული სტრესისადმი მდგრადობა;
** სიახლეებისა და ცვლილებების ინიცირებისა და პროფესიულ საქმიანობაში დანერგვის უნარი.

სამართლებრივი აქტები:

** საქართველოს კონსტიტუცია;
** საქართველოს შრომის კოდექსი;
** საქართველოს კანონი "უმაღლესი განათლების შესახებ";
** ავტორიზაციისა და აკრედიტაციის სტანდარტები/სახელმძღვანელო;
** საქართველოს კანონი "განათლების ხარისხის განვითარების შესახებ";

კონკურსის ვადები:

1. კონკურსი გამოცხადებულია 2019 წლის 6 ნოემბერს.
2. საბუთების მიღება იწარმოებს 2019 წლის 20 ნოემბრის ჩათვლით;
3. გასაუბრება ჩატარდება საბუთების მიღების დასრულებიდან არაუგვიანეს 5 კალენდარული დღის ვადაში;
4. კონკურსის შედეგები გამოცხადდება არაუგვიანეს 2019 წლის 10 დეკემბრისა.
5. დაინტერესებულმა პირებმა საკონკურსო განაცხადი და სხვა დოკუმენტები (ასეთის არსებობის შემთხვევაში) უნდა წარადგინონ უნივერსიტეტის საქმისწარმოების სამსახურში ან გამოაგზავნონ ელექტრონულ ფოსტაზე hr@eu.edu.ge და გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - "ხარისხის სამსახურის უფროსი."

"პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად" თქვენი რეზიუმე შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც.

წინამდებარე ვაკანსიისათვის კანდიდატის მიერ CV-ს წარდგენა გულისხმობს მის მიერ პერსონალური მონაცემების პოტენციური დამსაქმებლისათვის გადაცემას და თანხმობის გაცხადებას აღნიშნული მონაცემების დამუშავების თაობაზე. შესაბამისად, რეზიუმეს გამოგზავნის შემთხვევაში ევროპის უნივერსიტეტი იტოვებს უფლებას, დაამუშავოს აპლიკანტის პერსონალური მონაცემები შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისთვის.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |