www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
მომწოდებელი: Tiffany Terrace
გამოქვეყნდა: 7 ნოემბერი / განცხადების ვადა: 7 დეკემბერი

სასტუმრო "რივერ საიდი" წარმოადგენს მაღალი კლასის, ბუტიკურ სასტუმროს თბილისში, რომლის პირველ სართულზეც, 2014 წლის ბოლოს, პირველი "ტიფანი ბარი" გაიხსნა, ხოლო 2017 წლის თებერვალში "ტიფანი ტერასა".

"რივერ საიდი" ამერიკის სავაჭრო პალატის წევრი დაწესებულებაა და ბოლო წლებში არაერთი პრესტიჟული ჯილდო დაიმსახურა, მათ შორის: Travelers Choice Awards 2015, 2016, 2017, 2018 ცნობილი ამერიკული კომპანია Tripadvisor inc-სგან. აღსანიშნავია, ასევე, სასტუმროს მართვის პროგრესული და უაღრესად ეფექტიანი მეთოდები, რომლებსაც პრაქტიკაში ატარებენ სასტუმროს ინდუსტრიის გამოცდილი და მაღალკვალიფიციური თანამშრომლები.

"Tiffany Bar & Terrace" აცხადებს ვაკანსიას ბარმენის თანამდებობაზე - ტიფანი ბარში/ტერასაზე.

მოთხოვნები და პიროვნული უნარ-ჩვევები:

** სასურველია ბარმენის 2 წლიანი გამოცდილება;
** ინგლისური და რუსული ენების სასაუბრო დონეზე ცოდნა (სხვა ენების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად);
** სარესტორნო სტანდარტების ცოდნა;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** ყურადღებიანი დეტალების მიმართ;
** ენერგიული, კომუნიკაბელური, თავაზიანი, ყურადღებიანი.

სამუშაო განაკვეთი ბარში: პირველი და მეორე დღე - დილის 12.00-დან 24.00-მდე, შემდეგი 2 დღე დასვენება. 15 მორიგეობა თვეში

ჩვენ გთავაზობთ:

** მეგობრულ სამუშაო გარემოს;
** სრულად დაფინანსებულ ჯანმრთელობის დაზღვევას;
** კვებით სრულად უზრუნველყოფას;
** საღამოთი ტრანსპორტით უზრუნველყოფას;
** კარგ ანაზღაურებას;
** დამატებით მოქმედებს ყოველთვიური სამოტივაციო საბონუსე სისტემა.

ჩვენთან გუნდში შეძლებთ საუკეთესო გამოცდილებას და მშვენიერ შესაძლებლობებს კარიერული ზრდისთვის!

დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნეთ CV ფოტოსთან ერთად, ელ. ფოსტის მისამართზე: hr@riverside.ge და სასათაურე ველში აუცილებლად მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |