www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
მომწოდებელი: მისტერ მასტერი
გამოქვეყნდა: 7 ნოემბერი / განცხადების ვადა: 7 დეკემბერი

კომპანია "მისტერ მასტერი" აცხადებს ვაკანსიას უნივერსალური ხელოსნის პოზიციაზე.

აუცილებელი მოთხოვნები:

** მართვის მოწმობის "B" - კატეგორია;
** საკუთარი ავტომობილის ქონა;

ზოგადი მოთხოვნები:

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** პუნქტუალურობა;
** მომხმარებელზე და მომსახურებაზე ორიენტირება;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** თავაზიანობა/კოლეგიალობა;

უნივერსალური ხელოსნის ძირითადი სამუშაო სპეციფიკა:

წვრილმანი საყოფაცხოვრებო სამუშაოები:

** შუშის ჩასმა (ხე/მეტალოპლასტმასი/ალუმინის კარ-ფანჯარაზე);
** ავეჯის აწყობა (საწოლი/ტუმბო/მაგიდა);
** აბაზანის აქსესუარების, სარკის მონტაჟი;
** ტელევიზორის მონტაჟი;
** ფარდის კარნიზის მონტაჟი;
** სამზარეულოს გამწოვის მონტაჟი;
** კარზე შვეიცარის/მზღუდავის მონტაჟი;
** ამსტრონგის ჭერის მონტაჟი/შეკეთება;
** კედლის გახვრეტა;

სანტექნიკა:

** უნიტაზის/ნიჟარის/ონკანის /ვენტილის /დრეკადი მილების მონტაჟი;
** პლასტმასის მილების შედუღება;
** საშხაპე კაბინების აწყობა;
** აბაზანის მონტაჟი;
** ელ.ბაკის დემონტაჟი/მონტაჟი/შეკეთება;

ელექტროობა:

** ნათურის/დროსელის/ამომრთელის/ჭაღის/სანათი დემონტაჟი, მონტაჟი და შეკეთება;
** ჩამრთველის/როზეტის დემონტაჟი, მონტაჟი და შეკეთება;
** ელ.ავტომატის დემონტაჟი, მონტაჟი და შეკეთება;
** სენსორული განათების მონტაჟი
** ელ.სადენის მოჭიმვა ღია/დახურული გაყვანილობა;

კარ-ფანჯარა:

რკინის/ ხის/ მეტალოპლასტმასის/ ალუმინის კარზე საკეტის მონტაჟი;
მეტალოპლასტმასის/ალუმინის კარ-ფანჯრის რეგულირება;

ჩვენ გთავაზობთ:

ხელზე ასაღებ ანაზღაურებას 1500 - 1900 ლარს;
ჯანმრთელობის დაზღვევას;

თუ თვლით, რომ თქვენი ცოდნა და გამოცდილება შეესაბამება სამუშაოს სპეციფიკას, გამოგვიზავნეთ რეზიუმე მისამართზე HR@mrmaster.ge (სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება) ან დაგვიკავშირდით კომპანიის ცხელ ხაზზე 09:00 საათიდან 21:00 საათამდე - (032) 2 404 404.

ჩვენი მისამართია: ვაკე-საბურთალოს რაიონი, ანნა პოლიტკოვსკაიას (ყოფილი ჯიქიას ქ.) ქუჩა #6

"მისტერ მასტერის" საქმიანობის შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ვებ-გვერდს: http://mrmaster.ge.

"მისტერ მასტერი" მადლობას გიხდით დაინტერესებისთვის და წარმატებებს გისურვებთ!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |