www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: უნივერსალური ელექტრიკოსი
მომწოდებელი: მისტერ მასტერი
გამოქვეყნდა: 7 ნოემბერი / განცხადების ვადა: 7 დეკემბერი

კომპანია "მისტერ მასტერი" აცხადებს ვაკანსიას უნივერსალური ელექტრიკოსის პოზიციაზე.

აუცილებელი მოთხოვნები:

** მართვის მოწმობის "B" - კატეგორია;
** საკუთარი ავტომობილის ქონა;

ზოგადი მოთხოვნები:

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** პუნქტუალურობა;
** მომხმარებელზე და მომსახურებაზე ორიენტირება;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** თავაზიანობა /კოლეგიალობა;

უნივერსალური ელექტრიკოსის ძირითადი სამუშაო სპეციფიკა:

** ჭაღი/ბრა/ამსტრონგის სანათის დემონტაჟი/მონტაჟი/გადაკეთება დიოდურ ნათებაზე;
** ჩამრთველის დემონტაჟი/მონტაჟი/შეკეთება;
** ელ.ავტომატის დემონტაჟი/მონტაჟი/შეკეთება;
** ელ.სადენის მოჭიმვა, ღია/დახურული გაყვანილობა;
** დაზიანებული მონაკვეთის პოვნა/აღდგენა.( ე.წ. "პრაზვონკა");
** სენსორული განათების მონტაჟი;
** დენის მრიცხველის ერთფაზა/სამფაზა დემონტაჟი/მონტაჟი;
** ფაზის გადაადგილება;
** ცენტრალური ელ.ფარის აწყობა;
** გენერატორის დემონტაჟი/მონტაჟი/შეკეთება;

ჩვენ გთავაზობთ:

ხელზე ასაღებ ანაზღაურებას 1400 - 1800 ლარს;
ჯანმრთელობის დაზღვევას;

თუ თვლით, რომ თქვენი ცოდნა და გამოცდილება შეესაბამება სამუშაოს სპეციფიკას, გამოგვიგზავნეთ რეზიუმე მისამართზე HR@mrmaster.ge (სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება) ან დაგვიკავშირდით კომპანიის ცხელ ხაზზე 09:00 საათიდან 21:00 საათამდე - (032) 2 404 404.

ჩვენი მისამართია: ვაკე-საბურთალოს რაიონი, ანნა პოლიტკოვსკაიას (ყოფილი ჯიქიას ქ.) ქუჩა #6

"მისტერ მასტერის" საქმიანობის შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ვებ-გვერდს: http://mrmaster.ge

"მისტერ მასტერი" მადლობას გიხდით დაინტერესებისთვის და წარმატებებს გისურვებთ!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |