www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: საამქროს ხელმძღვანელის მოადგილე
მომწოდებელი: კახური ტრადიციული მეღვინეობა
გამოქვეყნდა: 13 ნოემბერი / განცხადების ვადა: 15 დეკემბერი

"კახური ტრადიციული მეღვინეობა" ღვინისა და სპირტიანი სასმელების მწარმოებელი ერთ-ერთი უმსხვილესი კომპანიაა კავკასიის რეგიონში. კომპანია დაფუძნდა 2001 წელს. "KTW ჯგუფის" მიზანია, შეინარჩუნოს ღვინის ძველი უნიკალური გემო, შერწყმული თანამედროვე ტექნოლოგიებთან, შექმნას საკუთარი ხელწერა და სტილი მსოფლიოს მასშტაბით. "KTW ჯგუფი" ორიენტირებულია მუდმივ ზრდასა და განვითარებაზე.

შპს "კახური ტრადიციული მეღვინეობა" აცხადებს ვაკანსიას საამქროს ხელმძღვანელის მოადგილის პოზიციაზე.

მდებარეობა: მანავი
სამუშაო გრაფიკი: სრული

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა.

ფუნქციები და მოვალეობები:

** პროდუქციის მიღება, დათვლა, აღრიცხვა
** პროდუქციის ვადების კონტროლი
** პროდუქციის განლაგების უზრუნველყოფა
** საქონლის მიღება-მითვლა და კონტროლი დადგენილი წესის შესაბამისად
** საწარმოში შეკვეთების მომზადება; ობიექტებისათვის პროდუქციის დროულად მიწოდების უზრუნველყოფა;
** ინვენტარიზაციის პროცესში მონაწილეობა;
** ჩამოსაწერი პროდუქტის დახარისხების კონტროლი;
** საწარმოში სისუფთავის, წესრიგისა და ჰიგიენური ნორმების დაცვა
** უშუალო ხელმძღვანელის მითითებების დროულად და ხარისხიანად შესრულება.

უნარ-ჩვევები:

** კომუნიკაბელურობა;
** მოლაპარაკების წარმოების უნარი;
** ენერგიულობა და შრომისმოყვარეობა;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ (CV) ფოტოსურათით, ელ-მისამართზე: hr@ktw.ge და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - "საამქროს ხელმძღვანელის მოადგილე".

კანდიდატის განხილვა მოხდება მისი მონაცემების დამუშავებისა და მასთან გასაუბრების საფუძველზე.

სააპლიკაციო ფორმები მიიღება 2019 წლის 15 დეკემბრის ჩათვლით.

შპს "კახური ტრადიციული მეღვინეობა" მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებას!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |