www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: პროექტის მენეჯერი
მომწოდებელი: გეფა
გამოქვეყნდა: 13 ნოემბერი / განცხადების ვადა: 13 დეკემბერი

კომპანია "გეფა" აცხადებს ვაკანსიას პროექტის მენეჯერის თანამდებობაზე.

ძირითადი მოვალეობები:

** ფარმაცევტული ბაზრის ანალიზი. მომგებიანი პროდუქტების ძებნა;
** მწარმოებლებისა და პროდუქტების ძებნა. მოლაპარაკების წარმოება მომწოდებლებთან;
** პროდუქტის შერჩევა და ბიზნეს გეგმის მომზადება;
** შერჩეული პროდუქტის პრეზენტაცია - განხილვა;
** კონტრაქტზე მუშაობა იურისტებთან ერთად;
** თანამშრომლობა რეგისტრაციის განყოფილებასთან პროდუქტის რეგისტრაციის პროცესში, მათ შორის ანოტაციის მომზადებაში მონაწილეობის მიღება;
** თანამშრომლობა დიზაინერებთან პროდუქტის პირველადი და მეორეული შეფუთვის ტექსტებსა და დიზაინებზე მუშაობის პროცესში;
** დარეგისტრირების შემდეგ, პროდუქტის შეკვეთა;
** ახალი აითემებისა და კონტრაგენტების გახსნა პროგრამაში. ასევე შეკვეთის განთავსება და ინვოისის ატვირთვა პროგრამაში.
** გადახდების მონიტორინგი ფინანსურ განყოფილებასთან მუდმივი თანამშრომლობის პირობებში.
** ნაშთების კონტროლი და შეკვეთების დროულად განთავსება.
** ყოველი შეკვეთის დროს, რეგისტრაციის განყოფილებასთან მჭიდრო კომუნიკაცია პროდუქტბის დიზაინების შემოწმება/დადასტურების მიზნით, წარმოების პროცესის დაწყებამდე.

ძირითადი მოთხოვნები:

** უმაღლესი სამედიცინო განათლება.
** მსგავს თანამდებობაზე მუშაობის გამოცდილება.
** - სავალდებულოა ინგლისური და რუსული ენის ცოდნა. (პარტნიორებთან ურთიერთობისთვის)
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი.

შესაფერისმა კანდიდატებმა გამოაგზავნეთ განაცხადები მისამართზე vacancy@gepha.com
"Subject"-ში მიუთითეთ - "პროექტის მენეჯერი".



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |