www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ოფისის მენეჯერი
მომწოდებელი: მოდერნ ბიზნეს სოლუშენს
გამოქვეყნდა: 14 ნოემბერი / განცხადების ვადა: 15 დეკემბერი

"მოდერნ ბიზნეს სოლუშენს" არის ქართული საკონსულტაციო კომპანია, რომელიც თავის მომხმარებელს სთავაზობს საბუღალტრო, ფინანსურ, იურიდიულ მომსახურებასა და ბიზნეს და საინვესტიციო კონსულტაციებს.

კომპანიის მთავარ მიმართულებებს წარმოადგენს ფიზიკური და იურიდიული პირებისთვის საბუღალტრო მომსახურება, ფინანსური მენეჯმენტი, ბიზნეს გეგმის, მარკეტინგული კვლევის მომზადება, ბიზნესის შეფასება, საინვესტიციო პროექტის მომზადება და დაფინანსების მოპოვების ხელშეწყობა და სხვა.

კომპანია აცხადებს ვაკანსიას ოფისის მენეჯერის პოზიციაზე.

ადგილმდებარეობა: თბილისი

ძირითადი მოვალეობები და პასუხისმგებლობები:

** კომპანიაში შემოსულ სატელეფონო ზარებზე პასუხი;
** კომპანიის სახელით სოციალურ ქსელში მიმოწერები;
** კომპანიის სამუშაო შეხვედრების ორგანიზება;
** დირექტორის განრიგის შედგენა;
** მივლინებების ორგანიზება;
** შემოსული და გასული დოკუმენტაციის აღრიცხვა და კონტროლი;
** საკანცელარიო, სამეურნეო და სხვა მცირე ფასიანი საქონლის შესყიდვა;
** კომპანიის მიერ გამოცხადებული ტრენინგების ორგანიზება;
** სხვა ვალდებულებები განსაზღვრული უშუალო ხელმძღვანელის მიერ.

ძირითადი მოთხოვნები:

** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** ინგლისური და რუსული ენების ცოდნა;
** საოფისე პროგრამების ცოდნა;

პიროვნული თვისებები:

** კომუნიკაბელური;
** მოტივირებული;
** ორგანიზებული;
** დეტალებზე ორიენტირებული;

ანაზღაურება: 500-დან 700 ლარამდე კანდიდატის გამოცდილების მიხედვით.

დაინტერესებულმა კანდიდატებმა გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი CV არაუგვიანეს 2019 წლის 15 დეკემბრის ჩათვლით შემდეგ მისამართზე: info@mbsolutions.ge და გთხოვთ ელ.ფოსტის გამოგზავნისას სათაურში მიუთითოთ: ოფისის მენეჯერი.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |