www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: სასერთიფიკაციო პროგრამა და სტაჟირება
მომწოდებელი: Visionary Institute
გამოქვეყნდა: 25 ნოემბერი / განცხადების ვადა: 25 დეკემბერი

თუ შენ გინდა, გახდე სწრაფად მზარდი კომპანიის ნაწილი, რომელიც ფოკუსირებულია ადამიანების დახმარებასა და განვითარებაზე, მაშინ ეს კომპანია შენთვისაა.

ჩვენ ვეძებთ მოტივირებულ, ენერგიულ და ინოვატორ ადამიანებს, რომლებიც მზად არიან დაეხმარონ ათასობით ადამიანს განავითარონ და მართონ ბიზნესი. ადამიანებს, რომლებსაც უნდათ იქონიონ გავლენა ბიზნეს სამყაროზე და არა მხოლოდ.

ჩვენს შესახებ:

Visionary Institute არის გლობალური საკონსულტაციო კომპანია, რომელიც მოქმედებს საქართველოში.

კომპანია ფოკუსირებულია ადამიანების პიროვნულ და ბიზნეს განვითარებაზე. ჩვენი მიზანია, მნიშვნელოვნად განვავითაროთ ადამიანების ცხოვრების ხარისხი და დავეხმაროთ მათ სტრატეგიულად დაგეგმონ და მართონ თავიანთი ბიზნესი.

გვაქვს შესაძლებლობა, დავეხმაროთ ლიდერებს სხვადასხვა სფეროებში, იქნება ეს ქსელური მარკეტინგი, ცხოვრებისეული გამოწვევების დაძლევა თუ რაიმე სხვა. ჩვენი მიზანია, შევქმნათ საუკეთესო კომპანია მსოფლიოში, რისთვისაც გვჭირდება ადამიანები, რომლებიც მზად არიან ისწავლონ და შემდგომში მაქსიმალურად გამოიყენონ ეს ცოდნა.

კომპანიის სტრუქტურიდან გამომდინარე, შეგვიძლია ვიყოთ მაქსიმალურად მოქნილნი და მოვერგოთ ჩვენს თანამშრომლებს, მათი საჭიროებებიდან გამომდინარე.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია მოტივირება და თავდადებული შრომა.
კომპანიის ლიდერები ეტაპობრივად განიხილავენ და აფასებენ თითოეული თანამშრომლის მუშაობის ხარისხსა და შესაძლებლობებს, რის შესაბამისადაც ფასდება ყოველი თანამშრომლის მიერ გაწეული შრომა.

სასერთიფიკაციო პროგრამა და სტაჟირება:

სასერთიფიკაციო პროგრამა გულისხმობს ტრენინგსა და სტაჟირებას, რომელიც მოიცავს 20 სამუშაო დღეს.

ტრენინგი საშუალებას მოგცემთ, მიიღოთ ახალი გამოცდილება და დაიწყოთ წარმატებული კარიერის შექმნა ისეთ სფეროებში, როგორებიცაა: სოციალური მედია, კლიენტებთან ურთიერთობა, ოპერაციები და კრეატიული საქმიანობა. პროგრამის ფარგლებში, თქვენ მიიღებთ როგორც ჩვენს კლიენტებთან მუშაობის რეალურ გამოცდილებას მთელი მსოფლიოს მასშტაბით, ასევე, მნიშვნელოვან სწავლებას სოციალურ მედიასა და მარკეტინგში.

ესაა შანსი, მოიწყოთ მომავალი კარიერა და ისწავლოთ მსოფლიოს წარმატებული მარკეტერებისგან.

გახსოვდეთ, პროგრამაზე დასარეგისტრირებელი რაოდენობა შეზღუდულია.

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, ჩვენთან სამუშაოდ აუცილებელია გქონდეთ საკუთარი ლეპტოპი და იცოდეთ ინგლისური მინიმუმ B2 დონეზე.

მოთხოვნები:

** ინგლისური ენის ცოდნა მინიმუმ B2 დონეზე
** საკუთარი ლეპტოპი
** ენთუზიაზმი და მოტივაცია
** ინიციატივის ხელში არების უნარი და გამბედაობა. ჩვენ ვეძებთ ადამიანებს, რომლებსაც შეუძლიათ საქმის დამოუკიდებლად განხორციელება, საჭიროებისამებრ ცვლილებების შეტანა არსებულ სისტემებში და შედეგების მუდმივი გაუმჯობესება
** დროის მენეჯმენტი და პუნქტუალურობა
** მოცემული დავალების მაღალ ხარისხზე შესრულება

ანაზღაურება: სასერთიფიკაციო პროგრამა და ტრენინგი არის არაანაზღაურებად, მომავალი დასაქმების პერსპექტივით.
სამუშაო საათები: სრული და ნახევარი განაკვეთი. შეთანხმება გასაუბრებაზე.

მისამართი: თბილისი, საბურთალო. შ. ნუცუბიძის ქ. N 201

დაინტერესების შემთხვევაში, გამოგვიგზავნეთ თქვენი მონაცემები, ინგლისურენოვანი CV და ინგლისური ენის სერთიფიკატი (არსებობის შემთხვევაში) შემდეგ მისამართზე: ela@simitchell.com



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |