www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: საგრანტო კონკურსი - სადემონსტრაციო ნაკვეთების მოწყობა
მომწოდებელი: USAID ZRDA Activity
თანდართული ფაილი: 47374_zrda_6311846.zip
გამოქვეყნდა: 25 ნოემბერი / განცხადების ვადა: 24 დეკემბერი

აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მიერ დაფინანსებული პროექტი "Zrda" არის ხუთწლიანი პროგრამა, რომელიც მიზნად ისახავს მდგრადი ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობას სამიზნე რეგიონებში. აღნიშნული მიზნის მისაღწევად, პროექტი განახორციელებს შემდეგ ინიციატივებს: მიკრო, მცირე და საშუალო საწარმოების განვითარება; სოფლის მოსახლეობის შემოსავლების ზრდის ხელშეწყობა; მეწარმეებსა და მყიდველებს შორის საბაზრო ურთიერთობების ჩამოყალიბება და განვითარება; და, ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობა ბიზნეს კავშირების დამყარებისა და გაძლიერების მეშვეობით. შედეგად, ზრდა ხელს შეუწყობს ახალი სამუშაო ადგილების შექმნას, მცირე და საშუალო საწარმოების და შიდა მეურნეობების შემოსავლების ზრდას ადგილობრივი თემების გაძლიერების მიზნით.

ამჟამად, Zrda პროექტი აცხადებს საგრანტო კონკურსს # 101-2002-09-S-2019 და იწვევს ფერმერს (ფიზიკური პირი) და საქართველოში რეგისტრირებულ მცირე და საშუალო საწარმოებს ზრდა პროექტის სამიზნე თემებიდან, რათა მათ წარმოადგინონ განაცხადი და დაფინანსების შემთხვევაში მოაწყონ ღია გრუნტზე ხეხილოვანი, კენკროვანი და ბოსტნეული კულტურების სადემონსტრაციო ნაკვეთები.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ წარმოგვიდგინოთ თქვენი შეთავაზება არაუგვიანეს 2019 წლის 24 დეკემბრისა, 18:00 სთ.

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი ელ. წერილის სათაურში RFA # 101-2002-09-S-2019.

დაგვიანებით გამოგზავნილი ან არასრული განაცხადები არ განიხილება.

დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ დანართები.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |