www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: მოლარე-ოპერატორი
მომწოდებელი: ნუტრიმაქსი
გამოქვეყნდა: 25 ნოემბერი / განცხადების ვადა: 25 დეკემბერი

2009 წლიდან, კომპანია "ნუტრიმაქსი" წარმატებით საქმიანობს ქართულ ბაზარზე. მისი დანიშნულებაა მომხმარებელს შესთავაზოს უმაღლესი ხარისხის ცხოველთა და ფრინველთა საკვები.

კომპანია ფლობს თანამედროვე ტიპის მაღალტექნოლოგიურ ქარხანას, სადაც დანერგილია საერთაშორისო სტანდარტების ISO 22000 სერტიფიკატი, რომელიც უზრუნველყოფს პროდუქციის სტაბილურ ხარისხს.

კომპანიის ვებ-გვერდი: http://nutrimax.ge/
Facebook-გვერდი: ნუტრიმაქსი.Nutrimax

კომპანია აცხადებს ვაკანსიას მოლარე-ოპერატორის პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები:

** პროგრამაში სააღრიცხვო ინფორმაციის შეყვანა/დამუშავება;
** მარაგების აღრიცხვა/კონტროლი;
** ელ. ზედნადებებისა და ანგარიშ-ფაქტურების კონტროლი;
** საქმიანობასთან დაკავშირებული დოკუმენტების შექმნა/ადმინისტრირება.
** საჭიროების შემთხვევაში უშუალო ხელმძღვანელის დამატებითი დავალებების შესრულება;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** ანგარიშგების კარგი ცოდნა;
** კომპიუტერთან მუშაობის უნარი და საოფისე კომპიუტერული პროგრამების (MS Office) ცოდნა;

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** პასუხისმგებლობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** დამოუკიდებლად მუშაობის უნარი;
** სხარტი აზროვნება და ციფრებთან მუშაობის უნარი;
** ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი.

სამუშაო ადგილი: თბილისი, ზემო ფონიჭალა;

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ CV ქართულ ენაზე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@nutrimax.ge და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - "ბუღალტერის ასისტენტი".



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |