www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: საპილოტე ტრენინგი - კორპორაციული პასუხისმგებლობის სკოლა
მომწოდებელი: სიდა
გამოქვეყნდა: 25 ნოემბერი / განცხადების ვადა: 7 დეკემბერი

სამოქალაქო განვითარების სააგენტო აცხადებს კონკურსს ბიზნესის სექტორის წარმომადგენლებისთვის კორპორაციული პასუხისმგებლობის სკოლის საპილოტე ტრენინგ პროგრამაში მონაწილეთა მისაღებად.

სამოქალაქო განვითარების სააგენტო (CiDA) / გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტსა და ჯეპრასთან თანამშრომლობით იწყებს კორპორაციული პასუხისმგებლობის სკოლას, რომლის მიზანია პასუხისმგებლიანი ბიზნეს მენეჯმენტის შესახებ ცნობიერების გაზრდა და უნარების განვითარება.

სამიზნე აუდიტორია: ბიზნეს სექტორის წარმომადგენლები
ფორმატი: ლექცია/დისკუსია და პრაქტიკული სამუშაოები
ხანგრძლივობა: 18-21 დეკემბერი
შენიშვნა: შეხვედრები გაიმართება ქალაქგარეთ.

ტრენინგ მოდული მოიცავს:

** კორპორაციული პასუხისმგებლობის კონცეფცია;
** საერთაშორისო სტანდარტები და ეროვნული ჩარჩო;
** მდგრადი კორპორაციული მმართველობა;
** ინოვაციების მნიშვნელობა კორპორაციულ პასუხისმგებლობაში;
** მდგრადი განვითარების მიზნების (SDGs) ინტეგრირება ბიზნეს ოპერაციებში;
** მთავარი თემატური სფეროები - ადამიანის და შრომის უფლებები, გარემოს დაცვა და კორუფციასთან ბრძოლა.
** კურსის ბოლოს, მონაწილეები მიიღებენ სერტიფიკატებს.

მონაწილეთა შერჩევა:

ტრენინგში მონაწილეობის მსურველებმა უნდა შეავსონ სააპლიკაციო ფორმა - დააჭირეთ აქ.

ტრენინგში მონაწილეობის მისაღებად შევსებული სააპლიკაციო ფორმის გამოგზავნის ბოლო ვადაა 2019 წლის 7 დეკემბერი.

კითხვების შემთხვევაში, გთხოვთ მოგვწეროთ შემდეგ ელ. მისამართზე: natia@cida.ge



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |