კომპანია "ქილერსი" სთავაზობს დასუფთავებისა და სანიტარულ სერვისს, როგორც იურიდიულ, ასევე ფიზიკურ პირებს. ბაზარზე გამოჩნდა 2014 წლიდან და დღეისათვის ემსახურება წამყვან კომპანიებს საქართველოში.
დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ჩვენს ფეისბუქ გვერდს http://www.facebook.com/killers.ge
ვაცხადებთ ვაკანსიას ბუღალტრის პოზიციაზე.
ფუნქცია-მოვალეობები:
** დებიტორ-კრედიტორებთან შედარებების წარმოება;
** ხელშეკრულებების რეესტრის წარმოება;
** ბუღალტერიაში შემოსული წერილების/განცხადებების დამუშავება;
** ხარჯების და შემოსავლების დოკუმენტაციის დახარისხება/დაარქივება და ელექტრონული ბაზის წარმოება;
** სისტემატურად გატარებული ბუღალტრული დოკუმენტების მოძიება და ასლების მიწოდება მოთხოვნის შესაბამისად.
** ელექტრონულ პორტალზე სასაქონლო ზედნადებების მონიტორინგი, სასაქონლო ნაშთების კონტროლი;
** ბუღალტრული და ფინანსური დოკუმენტების შემოწმება, აღრიცხვა და კონტროლი
** სხვადასხვა სახის ოპერაციების გატარება სააღრიცხვო პროგრამაში
** კონტრაქტორ კომპანიებთან ყოველდღიური კომუნიკაცია ფინანსურ საკითხებთან დაკავშირებით (როგორც წერილობითი ასევე ზეპირი)
** კონკრეტული საბანკო ოპერაციების წარმოება
** სხვადასხვა ინფორმაციისა და დოკუმენტების მომზადება ყოველთვიური საგადასახადო დეკლარაციებისთვის.
მოთხოვნები:
** საოფისე პროგრამების ცოდნა
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება პლიუსად
** ინგლისური და რუსული ენების გამართულად ცოდნა ჩაითვლება პლიუსად
აუცილებელი პიროვნული თვისებები:
** პუნქტუალურობა
** გუნდური მუშაობის უნარი
** პასუხისმგებლიანობა
** მოწესრიგებულობა
** პრეზენტაბელურობა
** კომუნიკაბელურობა
დაინტერესებულმა პირებმა გადმოგზავნეთ თქვენი რეზიუმეები ელ.ფოსტაზე info@killers.ge და აუცილებლად დაურთეთ თქვენი ფოტო და მიუთითეთ სათაურში (Subject) პოზიცია რომელზეც გზავნით რეზიუმეს.