www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: უფროსი ბუღალტერი
მომწოდებელი: ფუდსერვისი
გამოქვეყნდა: 25 ნოემბერი / განცხადების ვადა: 25 დეკემბერი

სადისტრიბუციო კომპანია "ფუდსერვისი", წარმოადგენს მსოფლიოს პრემიუმ კლასის მწარმოებლების წამყვან ბრენდებს საქართველოში. "ფუდსერვსი" საქართველოში საქმიანობას ეწევა 2006 წლიდან და წარმოადგენს ქვეყანაში წამყვან სადისტრიბუციო კომპანიას, რომელიც ახორციელებს საერთაშორისო ბრენდების DANONE-ის, SADIA-ს და ასევე საკუთარი ბრენდის SUPREMO-ს კვების პროდუქტების დისტრიბუციას საქართველოში.

ფუდსერვისი აცხადებს ვაკანსიას უფროსი ბუღალტრის პოზიციაზე.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება, ეკონომიკის ან ბიზნეს ადმინისტრირების მიმართულებით (ბუღალტერია; ეკონომიკა; ფინანსები და საბანკო საქმე;);
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება;
** ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტების ცოდნა;
** საგადასახადო და შრომითი კანონმდებლობის ცოდნა;
** საოფისე პროგრამების სრულყოფილად ცოდნა ( Microsoft Word; Microsoft Excel; Microsoft Outlook );
** ERP სისტემებში ბუღალტერული აღრიცხვის წარმართვის გამოცდილება;
** ინგლისური და რუსული ენების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;

მოვალეობა-ვალდებულებანი:

სადისტრიბუციო მიმართულების ბუღალტრული აღრიცხვის წარმართვა და მონიტორინგი, კერძოდ:

** დაქვემდებარებული თანამშრომლების სამუშაო პროცესის მონიტორინგი;
** აღრიცხული შემოსავლების, ხარჯების სისრულისა და სისწორის კონტროლი;
** აღრიცხული სასაქონლო მატერიალური მარაგების, ფულის, ძირითადი საშუალებების, მოთხოვნების, ვალდებულებების სისრულისა და სისწორის კონტროლი;
** პირველადი დოკუმენტაციის სისწორისა და სისრულის კონტროლი;
** საგადასახადო დეკლარაციებისათვის ყველა მონაცემის მომზადება და წარსადგენად გამზადება;
** სააღრიცხვო პოლიტიკის შექმნასა და განახლებაში აქტიური მონაწილეობა;
** დაკისრებული ფუნქციების შესასრულებლად კომპანიის სხვა დეპარტამენტებთან, პარტნიორებთან და დაკავშირებულ პირებთან აქტიური კომუნიკაცია;
** საგადასახადო კანონმდებლობასა და ბუღალტრულ აღრიცხვასთან დაკავშირებული კონსულტაციების გაწევა თანამშრომლებისათვის საჭიროებისამებრ;

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელ. ფოსტის შემდეგ მისამართზე: vacancy@gfs.ge და გთხოვთ, წერილის თემის გრაფაში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება. წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |