www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: სემინარი - როგორ გავხდე პროფესიონალი რეალტორი
მომწოდებელი: Realtor.ge
გამოქვეყნდა: 25 ნოემბერი / განცხადების ვადა: 25 დეკემბერი

სიამოვნებით გაცნობებთ, რომ უამრავი დადებითი გამოხმაურებისა და მრავალი დაინტერესებული კანდიდატის მოთხოვნის გათვალისწინებით, კომპანია "Realtor.ge"/"Makler.ge" ანახლებს უფასო, ინოვაციური სემინარების პროგრამას!

სემინარის ფარგლებში დაინტერესებულ პირებს საშუალება ექნებათ გაეცნონ:

** ყველაზე ძვირადღირებული პროდუქტის გაყიდვების მენეჯერის: რეალტორის პროფესიას.
** რთული მოლაპარაკების მართვის ხელოვნებასა და გაყიდვების თანამედროვე სტრატეგიებს.
** პოზიტიური კომუნიკაციის დამყარების მექანიზმებს.
** უძრავი ქონების შეფასების კრიტერიუმებს.
** უძრავი ქონების გარანტირებული გაყიდვის გზებს.
** უძრავი ქონების ბაზარზე 14 წლიანი გამოცდილების მქონე კომპანიის საქმიანობასა და მის გამოცდილებას.

სემინარის აქტიურ მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ რამდენიმე ეტაპიანი კონკურსის გავლის გარეშე დასაქმდნენ კომპანიაში.

სემინარები გაიმართება შემდეგი განრიგით:

** 30 ნოემბერი, 17:00-დან 20:00 საათამდე.
** 7 დეკემბერი, 17:00-დან 20:00 საათამდე.

სემინარზე დასწრების მსურველებმა გთხოვთ შეავსოთ სარეგისტრაციო ფორმა

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ადგილების რაოდენობა შეზღუდულია და კომპანია დაუკავშირდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.

მონაწილეებს დიდი სიამოვნებით გაგიზიარებთ ჩვენს გამოცდილებას. მოუთმენლად ველით თვითგანვითარებაზე ორიენტირებულ კადრებს, რომლებიც მზად არიან შემოუერთდნენ ჩვენს დინამიკურ, პოზიტიურ და ინოვაციურ გუნდს!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |