www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: გაყიდვების კონსულტანტი
მომწოდებელი: ფიტნეს სთორი
გამოქვეყნდა: 25 ნოემბერი / განცხადების ვადა: 25 დეკემბერი

"ფიტნეს სთორი" წარმოადგენს სპორტული საკვები დანამატების საცალო მაღაზიების ქსელურ პროექტს, მათთვის, ვინც დაკავებულია აქტიური და ჯანსაღი ცხოვრების წესით. კომპანია გახლავთ ოფიციალური პარტნიორი ისეთი ცნობილი ბრენდების, როგორიცაა Prozis (ევროპის ლიდერი სპორტულ საკვებ დანამატებში), GASP (ფიტნეს ტანსაცმლის ლეგენდარული ამერიკული ბრენდი) და Prometeus (წამყვანი ბრენდების უმსხვილესი საერთაშორისო დისტრიბუტორი).

"ფიტნეს სთორის" ფორმატი მოიცავს 30-მდე კატეგორიის (სპორტული საკვები დანამატები, ვიტამინები, წონაში დასაკლები პრეპარატები, ჯანსაღი და დაბალკალორიული საკვები, ვეგანური პროდუქცია, ფიტნესის ტანსაცმელი, აქსესუარები და სხვა) 500-მდე პროდუქციას.

კომპანიის პირველი ობიექტი გაიხსნა 2018 წლის ნოემბრის თვეში, ხოლო მომდევნო 5-7 წლის განმავლობაში იგეგმება საორიენტაციოდ 15 ობიექტის გახსნა.

მეტი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ჩვენს ფეისბუქის გვერდს: https://www.facebook.com/Fitnessstore.ge/

"ფიტნეს სთორი" აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების კონსულტანტის პოზიციაზე.

ფუნქცია-მოვალეობები:

** მომხმარებლის მომსახურება
** გაყიდვების ეფექტურად განხორციელება
** პროდუქციის თვისებების და მახასიათებლების შესწავლა-პრეზენტირება
** სალაროში არსებული ნაღდი ფულის კონტროლი
** გაყიდვებთან და სალაროსთან დაკავშირებული ყველა სხვა საქმიანობის წარმოება.

სამუშაო პირობები:

გრაფიკი: სრული, ცვლებში.
ადგილი: თბილისი, საბურთალოს რაიონი (სულხან ცინცაძის 12, "აქსისის" ახალი სავაჭრო ცენტრი)
ფიქსირებული ხელფასი: 500 ლარი
დამატებითი საკომისიოს გამომუშავების შესაძლებლობა: 300 ლარამდე
ყოველთვიური გარანტირებული პრემია/საჩუქარი: 150-დან 300 ლარამდე ღირებულების სპორტული საკვები დანამატები.

მოთხოვნები:

** საშუალო ან უმაღლესი განათლება
** ასაკი: 20 წლიდან
** სქესი: ნებისმიერი
** ფიტნესის ან სპორტის სფეროში მუშაობის გამოცდილება
** ჯანსაღი/სპორტული ცხოვრების წესი და შესაბამისი ვიზუალი
** საცხოვრებელი ადგილი: თბილისი
** ქართულის და ე.წ "სალაპარაკო" ინგლისურის ცოდნა.

უპირატესად ჩაითვლება:

** გაყიდვების სფეროში მუშაობის გამოცდილება
** ინგლისურის საშუალო დონეზე ცოდნა
** 1C მაღაზიის პროგრამასთან მუშაობის გამოცდილება.

განაცხადის განხილვა მოხდება მხოლოდ შემდეგი პირობების დაკმაყოფილებით:

** ვაკანსია გამოგზავნეთ ელფოსტაზე: vacancy@fitnessstore.ge
** ელფოსტის სათაურში (Subject) მიუთითეთ "გაყიდვების კონსულტანტის ვაკანსია"
** ელფოსტას თან დაურთეთ CV ფოტოსურათით
** ელფოსტაში ან CV-ში მიუთითეთ პირადი ფეისბუქის ან ინსტაგრამის გვერდის ლინკი.

გისურვებთ წარმატებებს!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |