www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: პროდუქციის მენეჯერი
მომწოდებელი: SmartPharm
გამოქვეყნდა: 25 ნოემბერი / განცხადების ვადა: 25 დეკემბერი

ფარმაცევტული კომპანია "Smartpharm" აცხადებს ვაკანსიას პროდუქციის მენეჯერის თანამდებობაზე.

აუცილებელი მოთხოვნები:

** უმაღლესი სამედიცინო განათლება (მედიცინის, პედიატრიული ან სამკურნალო ფაკულტეტი)
** კომპიუტერული და საოფისე პროგრამების ფლობა;
** ფარმაცევტულ კომპანიაში მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება;
** ინგლისური და რუსული ენის ცოდნა სასაუბრო, ინფორმაციის მოძიების, თარგმნის და მეილით მიმოწერის დონეზე.

სამუშაო აღწერილობა:

** კონკურენტული ბაზრის კვლევა/ანალიზი, ახალი პროდუქტების მოძიება, მომწოდებლებთან მოლაპარაკებებში მონაწილეობის მიღება;
** პროდუქციის დეტალური შესწავლა, ინფორმაციის დამუშავება;
** ორმაგი და ჯვარედინი ვიზიტები ექიმებთან, კლინიკებში, აფთიაქებში.
** საპრომოციო მასალების მომზადება;
** პრეზენტაციების, მრგვალი მაგიდების, კონფერენციების მომზადება, ორგანიზება და ჩატარება.
** სამედიცინო წარმომადგენლების ტრეინინგი;
** ტესტირებების მომზადება, ჩატარება და კვალიფიკაციის ამაღლების უწყვეტი უზრუნველყოფა;
** საპრომოციო და მარკეტინგული აქტივობების, ღონისძიებების მოფიქრება, დამუშავება, დანერგვა;

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** შემოქმედებითი და ინოვაციური მიდგომები საქმის მიმართ;
** სტრატეგიული დაგეგმვის, სტრუქტურირებული და სისტემური მიდგომები სამუშაო პროცესის მიმართ;
** დროის მენეჯმენტი უმაღლეს დონეზე;
** გუნდური მუშაობისა და ლიდერის უნარ-ჩვევები;
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
** მოლაპარაკებების წარმოების უნარი;
** სტრესულ სიტუაციებში ადაპტირებისა და მათი მართვის უნარი;
** სმარტი და ანალიტიკური აზროვნება;

სამუშაო პირობები და ანაზღაურება:

** საგამოცდო პერიოდი: 2 თვე.
** ანაზღაურება დამოკიდებულია კანდიდატის გამოცდილებასა და კვალიფიკაციაზე;
** ფიქსირებული ხელფასი + პრემია, რომელიც განისაზღვრება ყოველთვიური და კვარტალური გეგმების შესრულებაზე,
** სოციალურ პაკეტი (სატელეფონო, სატრანსპორტო ხარჯები, ჯანმრთელობის დაზღვევა)
** სამუშაო განაკვეთი: სრული

საკუთარი ავტომობილი ჩაითვლება უპირატესობად;

დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოგზავნეთ თქვენი რეზიუმე ფოტოსურათით 2019 წლის 25 დეკემბრამდე, შემდეგ ელ-ფოსტაზე: office@smartpharm.ge



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |